ზურაბ ზვიადაურის სახლს ახალი წლის ღამეს ავტომატიდან ესროლეს

AutoSharing Option
ოლიმპიური ჩემპიონის, ამჟამად ახმეტის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის სახლს ახალი წლის ღამეს ავტომატიდან ესროლეს.

როგორც ზვიადაურმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შემთხვევა ახალი წლის ღამეს, დაახლოებით 01.00-დან 01.30 საათამდე მოხდა.

სროლა განხორციელდა სახლის საძინებელი ოთახის ფანჯარაზე. შენობას 13 ტყვია აქვს მოხვედრილი. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

მისივე ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ძებნილი გიორგი ქისტაური, რომელიც არჩევნებამდე უკრაინაში იმალებოდა, წინასაარჩევნოდ კი ის საქართველოში ჩამოიყვანა შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გია ლორთქიფანიძემ
და ე.წ. ზონდერ ჯგუფის წევრი იყო.

ზვიადაურის განცხადებით, სროლის ფაქტს წინ უძღოდა მის ძმასა და ქისტაურს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება, რომელიც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ბიძოს ზონდერი!
tazzo
15:46 03-01-2013
0
ამიტომ საჭიროა, ყველამ ისე გააკეთოს თავისი საქმე,რომ არ დაივიწყოს პირველ რიგში ქართველობა, ადამიანობა და ღირსება. რაც შეეხება ნაცების თავგასულობას ბოლო უნდა მოეღოს, რაღას უცდით!
ლალი
13:59 03-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული