ძიუდოს ფედერაციამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა და მისი დამხმარეებიც გვამცნო - ვაჟა ბალხამიშვილი და გიორგი რევაზიშვილი, რომელიც აქამდეც ამ გუნდში მუშაობდა.
თავის დროზე, როცა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ცირეკიძე ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელობას ჩამოაცილა და მის ნაცვლად პოსტი ირაკლი უზნაძეს ჩააბარა, გვითხრა, რომ ცირეკიძეს ჭაბუკთა ნაკრების მთავარ მწვრთნელობას სთავაზობდა და მხოლოდ მის თანხმობას
ჭაბუკთა ნაკრებს აქამდე მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორი გიორგი თენაძე წვრთნიდა, რომელიც ამიერიდან ქალთა გუნდს მიხედავს, ცირეკიძეს კი ფრიად დატვირთული სეზონი ელოდება წინ - 21-23 ივნისს ტალინში ევროპის პირველობა ტარდება, 13-29 ივლისს ჰოლანდიურ უტრეხტში ევროპის ბავშვთა ოლიმპიური ფესტივალი იმართება, 8-11 აგვისტოს კი მაიამიში მსოფლიოს პირველობაა.
ასეთი შემჭიდროებული გრაფიკი მას რამდენიმე შემადგენლობის მომზადებას აიძულებს, რადგან ვეჭვობთ, გუნდში ახლა ბექა ღვინიაშვილის დარი ტალანტი ჰყავდეს, რომელმაც 2011 წელს არათუ უბრალოდ იასპარეზა სამივე შეჯიბრებაში, არამედ სამივეგან გაიმარჯვა.
აქ ისიც გავიხსენოთ, რომ ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე 2-2 კაცის გამოყვანა ისედაც შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთ წონაში მესამე ლიდერის ძებნაც შეიძლება დასჭირდეს.
იმედია, ცირეკიძე ამ დავალებას წარმატებით გაართმევს თავს, მით უფრო, სამწვრთნელო შტაბში ბავშვებთან მუშაობაში ფრიად გამოცდილი მწვრთნელები შედიან - რევაზიშვილი და განსაკუთრებით - ბალხამიშვილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"