სამწუხაროა... მით უფრო, რომ ჩვენებურმა წინასწარი შეხვედრები ძალზე ძლიერად ჩაატარა - ოთხი შეხვედრიდან სამი წმინდად მოიგო. სულ თავიდან პაკისტანელ მუჰამად
ამავე წონაში ტურნირში საერთოდ არ გამოსულა შმაგი ლაგაზაური. ის აგადირში კი გაემგზავრა, მაგრამ როგორც საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში გვითხრეს, იქ ტრავმა მიუღია და ჩემპიონატსაც ამ მიზეზით გამოაკლდა.
ძალზე სუსტად გამოვიდნენ 55-ში მოასპარეზე ჩვენებურებიც, რომლებმაც მხოლოდ თითო შეხვედრა მოიგეს. ლუხუმ ჩხვიმიანმა ლუქსემბურგელი ტომ შმიტი წუთნახევარში დააიპონა, მაგრამ მერე აზერბაიჯანელ ალი რზაევთან წააგო. აქ ანგარიში თანაბარი იყო - ორივეს თითო იუკო ჰქონდა, მაგრამ მალე აზერბაიჯანელმა ვაზარი მოიპოვა და ანგარიში ბოლომდეც შეინარჩუნა.
ჩემპიონარი ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო ევროპის წლევანდელმა ჩემპიონმა ოთარ კაიდარაშვილმა - მონღოლი კუნტაიჯ ენკჰბაატარი ნახევარ წუთში დააიპონა! ასეთი დასაწყისის შემყურეთ მისი წარმატებით გამოსვლის იმედი გაგვიჩნდა, მაგრამ ამაოდ - მეორე შეხვედრა ბრაზილიელ სერხიო ნასკიმენტოსთან ვაზარით დათმო.
დღეს ტურნირში კიდევ ორი წონითი კატეგორიის ფალავნები ჩაებმებიან - 66 და 73-ის. ორივეგან ორ-ორი მონაწილე გვეყოლება. 66-ში ლაშა ლომიძე პირველ წრეში ლიბანელ ვისამ ჰაიეკს ხვდება, ამათში მოგებულს კი მეტოქედ კვიპროსელი სოტირის ჩარალამბოუსი ელოდება. ლაშა შავდათუაშვილი პირველ შეხვედრას ტუნისელ ჰოუცემ ხალფაულსთან გამართავს. ცნობილია ამ წყვილში გამარჯვებულის მომდევნო მეტოქეც - ბრიტანელი ლუის კეებლე. 73-შიც ორივე ჩვენებური პირველივე წრიდან ჩაებმება. ზებედა რეხვიაშვილი კვიპროსელ კლეოვოულოს ლუკაიდესს ეჭიდავება, ლაშა ზურაბიანი - გერმანელ ალექსანდერ ვიცზერზაკს. ხვალვე იჭიდავებს გოგონათა ტურნირში ჩვენი ერთადერთი მონაწილე შორენა შარაძეც (63), რომელიც ავსტრიელ სტევი კელს ხვდება.
კვარცხლბეკი. ვაჟები.
55 კგ. 1. იელდოს სმეტოვი (ყაზახეთი), 2. საიკენ ფუჯისავა (იაპონია), 3. ფაბიო ბასილე (იტალია), ზაურ კალაშაოვი (რუსეთი).
60 კგ. 1. ტორუ შიშიმე (იაპონია), 2. ილიას ისმაგილოვი (ყაზახეთი), 3. კიოსუკე ნიშიო (იაპონია), იაკუბ შამილოვი (რუსეთი). 5. გიორგი ბროლაშვილი (საქართველო).
გოგოები.
44 კგ. 1. საკიჰო ჰამადა (იაპონია), 2. აგუედა სილვა (ბრაზილია), 3. ანგელინა ბომბარა (იტალია), ებრუ საჰინი (თურქეთი).
48 კგ. 1. მირი ტოდა, 2. მომო ტამაოკი (ორივე - იაპონია), 3, ნატალია ბრიგიდა (ბრაზილია), სკარლეტ გაბრიელი (საფრანგეთი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"