ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში გაუპატიურებისთვის 5 წლით ჩასვეს

AutoSharing Option
ძიუდოში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, იაპონელი მასატო უტისიბა ხუთწლიანი პატიმრობით დაისაჯა სტუდენტი გოგონას გაუპატიურების გამო, რომელსაც ის ძიუდოში ავარჯიშებდა. ტოკიოს სასამართლომ არ დაუჯერა უტისიბას, რომელიც ამტკიცებდა, რომ გოგონამ მასთან ინტიმური კავშირი ორმხრივი შეთანხმებით დაამყარა.

ინციდენტი, რომელიც სასამართლო გარჩევის საგნად იქცა, 2011 წელს მოხდა, როცა უტისიბა კიუსიუს უნივერსიტეტში ასწავლიდა. ოლიმპიური ჩემპიონი ალკოჰოლს მიირთმევდა სტუდენტებთან ერთად, რომლებიც მისი ხელმძღვანელობით ვარჯიშობდნენ ძიუდოში. ერთი გოგონა გონის დაკარგვამდე დათვრა, რის შემდეგაც ის უტისიბამ გააუპატიურა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სტუდენტს არ შეეძლო თავის მოქმედების გაკონტროლება.

2012 წლის იანვარში
ჩემპიონი უნივერსიტეტიდან გააგდეს, ძიუდოს ეროვნულმა ფედერაციამ კი მას დისკვალიფიკაცია მისცა.

უტისიბამ ოქროს მედლები მოიგო 66-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში 2004 და 2008 წლის ოლიმპიადებზე. იაპონიაში მას ეროვნული გმირის სტატუსი ჰქონდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ბობ ჰიუიტი დიდების დარბაზიდან გააძევეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული