ბექა ღვინიაშვილის ვაჟკაცურმა საქციელმა ძიუდოს ევროპის კავშირიც აღაფრთოვანა

AutoSharing Option
ბექა ღვინიაშვილის (90) დიდსულოვან საქციელზე უკვე ვწერდით - ვარშავაში, "ევროპის ღია თასზე" ჭიდაობისას მეორე წრეში მის მეტოქეს, უნგრელ კრისტიან ტოტს ფეხი ეტკინა და იძულებული გახდა, პაექრობა შეეწყვიტა.

ღვინიაშვილი თანაგრძნობით მოეკიდა მეტოქის გასაჭირს - წამოდგომაშიც უშველა და ტატამიდან გასვლაშიც, რამაც პოლონელი მაყურებლის დიდი ოვაცია გამოიწვია.

თუმცა არა მხოლოდ მათი, რადგან ჩვენებური ფეარ-პლეის სპეციალური სერთიფიკატით დააჯილდოვეს.

"ჩვენ ხშირად ვამბობთ და ვამაყობთ იმით, რომ ძიუდო სპორტზე მეტია. ეს ძიუდოს ევროპული კავშირის დევიზია. დღეს ჩვენ სწორედ ასეთი თავგანწირვის ნამდვილი მაგალითი დავინახეთ ბექა ღვინიაშვილის საქციელში",
- ნათქვამია ძიუდოს ევროპული კავშირის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ღვინიაშვილისთვის პოლონური ტურნირი, სპორტული თვალსაზრისით, წარუმატებელი გამოდგა - ნაადრევად დამარცხდა და უმედლოდ დარჩა, თუმცა სხვა კუთხით კი დიდი აღიარება მოუტანა.

მართალია, სპორტში მთავარი შედეგია, მაგრამ პიროვნული ურთიერთობები მაინც შეუდარებლად მაღლა დგას - სპორტში ჩემპიონობას ყოველთვის გადასძალავს ხოლმე ადამიანობაში ჩემპიონობა.

კეთილშობილ პიროვნებებს ყოველთვის აფასებენ მათი მედლების და ტიტულების მიუხედავად, ხოლო ამ თვისებების გარეშე ვერასოდეს გახდები დიდი სპორტსმენი, რაგინდ მაღალ წარმატებებსაც მიაღწიო სპორტში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ოქროთი დაწყებულ-დასრულებული ვარშავის ტურნირი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 7 /
ბექას ახალგაზრდებში და ჭაბუკებში ყველაფერი აქვს მოგებული. ანუ მიღწევები აქვს.მალე დიდებშიც მიაღწევს.
Aleqsandre
23:40 15-03-2013
0
ბატუმელ-ს. ნაღდი ქართველი კაცობა რა შუაშია?! გინახავს მისი ჭიდაობა და ერკვევი ძიუდოში? რაიმე შეურაცხმყოფელია იმის კონსტატაციაში, რომ ჯერ, სამწუხაროდ, მიღწევები არა აქვს?!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული