უცნაურია, მაგრამ ეს შეხვედრაც წვეთი წყალივით ჰგავდა წინა ორს - ჩვენებმა პირველი შეხვედრა ისევ წააგეს, მაგრამ მომდევნო ოთხი მოიგეს და ახლაც ვადამდე გაინაღდეს გამარჯვება.
ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66) კვლავ დამარცხდა - ამჯერად მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთან, ოლიმპიურ პრიზიორ რიშოდ სობიროვთან წააგო იპონით.
ნუგზარ ტატალაშვილმა (73) კვლავ უმძიმეს ბრძოლაში, დამატებითში მოიგო, როცა ორივეს 3-3 გაფრთხილება ჰქონდა. საბედნიეროდ, დამატებითში ჩვენებურმა გერეფეხით იპონზე მოცელა მეტოქე.
ვადამდელი გამარჯვება კვლავაც ვალერი ლიპარტელიანმა (90) მოგვიტანა, რომელმაც ბევრი არ გვანერვიულა და ერკინ დონიაროვი შებოჭა. თანაგუნდელს არც ადამ ოქრუაშვილი ჩამორჩა და იმის მიუხედავად, რომ მისი წაგება ვერაფრით გვავნებდა, მაინც შებოჭა სოიბ ყურბანოვი.
ფინალში ჩვენების მეტოქე რუსეთი იქნება. მათ ნახევარფინალში კორეას 4:1 მოუგეს.
ასევე იხილეთ:
საქართველო-მონღოლეთი 4:1 წინ უზბეკეთია
საქართველო-საფრანგეთი 3:2: წარმატებული სტარტი "მამლებთან"