ცხადია, ამან მის სპორტულ კარიერასაც შეუქმნა საფრთხე და კულუარებში კარიერის დასრულებაზეც კი ალაპარაკდნენ. საყოველთაო აზრით, მსგავსი საქციელი სპორტსმენის მხრიდან უპასუხისმგებლო საქციელია და ცირეკიძეს წონა უნდა გაეკონტროლებინა. გაჩნდა ეჭვიც, რომ ოლიმპიურმა ჩემპიონმა ეს შეგნებულად გააკეთა.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სოსო ლიპარტელიანმა განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, რა არის წონის ჩაუბარებლობის მიზეზი, ცირეკიძე გაისად ნაკრებში ვერ მოხვდება. იმავე
შეგახსენებთ, რომ მათ ლონდონის ოლიმპიადამდე ბინის დასაქირავებლად საჭირო თანხა უკვე მოიძიეს, ცირეკიძემ ბინაც შეარჩია, მაგრამ ახლა ეს ამბავიც ჩაშლის პირასაა. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ის დაელოდება ნაკრებისა და ფედერაციის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებას, მაგრამ თუ ისინი ფალავანს ნაკრებში გამოსვლის ნებას არ დართავენ, მაშინ თანხის გამოყოფაზეც უარს იტყვის. ”მე მოქალაქე ირაკლი ცირეკიძეს ბინას არ ვუქირავებ” - ასეთია ნაცვლიშვილის პოზიცია.
ირაკლი თავაძე