ცირეკიძის კარიერა დასრულდა?

AutoSharing Option
მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე (100) ძიუდოისტთა საქართველოს ჩემპიონატში არ გამოსულა, რადგან წონა ვერ ჩააბარა - ამ დილით, აწონვისას დასაშვებზე 4 კილოგრამით მძიმე აღმოჩნდა და შეჯიბრებიდანაც მოიხსნა.

ცხადია, ამან მის სპორტულ კარიერასაც შეუქმნა საფრთხე და კულუარებში კარიერის დასრულებაზეც კი ალაპარაკდნენ. საყოველთაო აზრით, მსგავსი საქციელი სპორტსმენის მხრიდან უპასუხისმგებლო საქციელია და ცირეკიძეს წონა უნდა გაეკონტროლებინა. გაჩნდა ეჭვიც, რომ ოლიმპიურმა ჩემპიონმა ეს შეგნებულად გააკეთა.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სოსო ლიპარტელიანმა განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, რა არის წონის ჩაუბარებლობის მიზეზი, ცირეკიძე გაისად ნაკრებში ვერ მოხვდება. იმავე
პოზიციაზეა ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ალექსიძეც. ეტყობა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიც გადახედავს თავის გადაწყვეტილებას ცირეკიძისთვის თბილისში ბინის ქირაობის თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ მათ ლონდონის ოლიმპიადამდე ბინის დასაქირავებლად საჭირო თანხა უკვე მოიძიეს, ცირეკიძემ ბინაც შეარჩია, მაგრამ ახლა ეს ამბავიც ჩაშლის პირასაა. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ის დაელოდება ნაკრებისა და ფედერაციის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებას, მაგრამ თუ ისინი ფალავანს ნაკრებში გამოსვლის ნებას არ დართავენ, მაშინ თანხის გამოყოფაზეც უარს იტყვის. ”მე მოქალაქე ირაკლი ცირეკიძეს ბინას არ ვუქირავებ” - ასეთია ნაცვლიშვილის პოზიცია.


ირაკლი თავაძე
მკითხველის კომენტარები / 5 /
დიპლომატიური უარი კიარა ერთი ...... საქციელია, უცებ მიაღწია რაღაცას და მორჩა,ასე გონია ძაან მაგარია, ....
0
მაგისი ასაგდები ვინაა?ეგეც ძილიაა?წონა არ უნდა დაეგდოო?მარა ფორმაში არაა ეტყობა და მიუშვა ხელი 2 დღეც ეყოფოდა წონა რომ მოემატებინა და ვითომ წონა ვერ დაიჭირა.კარგით რა
kopala
15:55 21-11-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული