გორში ძიუდოში ჭაბუკების სარეიტინგო ტურნირი ჩატარდა

AutoSharing Option
საქართველოს სარეიტინგო პირველობაში 1997-98 წწ. დაბადებულ ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის, რომელიც გორის ჭიდაობის დარბაზში გაიმართა, საქართველოს ყველა რეგიონის სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა.

გუნდებში ძიუდოისტთა რაოდენობა სარეიტინგო პირველობისთვის გამოყოფილი შესაბამისი კვოტებით განისაზღვრა.

შეჯიბრებას ძიუდოს მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი ესწრებოდა. განსაკუთრებით კარგად კახელი, შიდაქართლელი და თბილისელი ძიუდოისტები გამოვიდნენ. მედლების სიუხვით (10 მედალი) ყველას შიდა ქართლი სჯობდა, მაგრამ ოქროს მედლების უმეტესობით (4) პირველობა კახელებს დარჩათ.

კვარცხლბეკზე რამდენიმე ახალი სახეც გამოჩნდა, თუმცა წონით კატეგორიებში გამარჯვება მაინც ფავორიტებმა დაიმსახურ
ეს.

უდესიანი, მამარდაშვილი, რაზმაძე და რამაზაშვილი არამხოლოდ საშინაო არენაზე აღწევენ წარმატებებს. ეს პირველი სამეული ორი თვის წინათ ამავე ტატამზე ანზორ ქიბროწაშვილის ტურნირშიც ასპარეზობდა და ისევე, როგორც ახლა, მაშინაც იპირველეს. საქართველოს ჩემპიონატის დარად, კვლავ ფინალში ერთმანეთის პირისპირ მოუწიათ დადგომა ნიკა ჭიკაიძეს და რობიზონ ბეგლარიშვილს.

ჭიკაიძემ მაშინაც და ახლაც მოუგო მეტოქეს. ამ წყვილში საინტერესო ისაა, რომ ბეგლარიშვილი საერთაშორისო არენაზე უკეთ გამოდის, საშინაო ასპარეზზე კი მას ჭიკაიძე ჯობნის.

შეჯიბრებას შესანიშნავად სჯიდნენ ეროვნული კატეგორიის არბიტრები.

ტურნირს ესწრებოდა საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთი თავკაცი გიორგი რევაზიშვილი.

კვარცხლბეკი
50 კგ. 1. თემურ ნოზაძე (შიდა ქართლი), 2. ამირან დარბაისელი (აჭარა), 3. უშანგი ქიტესაშვილი (კახეთი), თორნიკე აბულაძე (მცხ-მთიანეთი);
55 კგ. 1. ნიკა ჭიკაიძე (კახეთი), 2. რობიზონ ბეგლარიშვილი (შიდა ქართლი), 3. ელგუჯა ორკოდაშვილი (კახეთი), თორნიკე გრიგალაშვილი (შიდა ქართლი);
60 კგ. 1. გიორგი ლიპარტელიანი (თბილისი), 2. გიორგი მეტრეველი (შიდა ქართლი), 3. ჯაბა ქურდიანი (იმერეთი), ჯიმი ჭინჭარაული (შიდა ქართლი);
66 კგ. 1. ბექა უდესიანი, 2. დიმიტრი ცაბაძე (ორივე - თბილისი), 3. დიმიტრი კოპაძე, გიორგი მცურავიშვილი (ორივე - შიდა ქართლი);
73 კგ. 1. სიმონ მამარდაშვილი (კახეთი), 2. გიორგი გიგაური (ქვემო ქართლი), 3. გიორგი ყალაბეგაშვილი, გიორგი ხაჩიძე (ორივე - თბილისი);
81 კგ. 1. გიორგი მულაძე, 2. ნიკა სიდამონიძე (ორივე - შიდა ქართლი), 3. ელდარ ჯიქიძე (კახეთი), ზურა კენჭაძე (სამხრ. ოსეთი);
90 კგ. 1. დავით რამაზაშვილი (კახეთი), 2. დათო იმერლიშვილი (შიდა ქართლი), 3. გიორგი გველესიანი, ნიკოლოზ სისვაძე (ორივე - თბილისი);
+ 90 კგ. 1. დათო რაზმაძე (კახეთი), 2. თედო წოწოლაშვილი (მცხ. მთიანეთი), 3. ჯემალ მაისურაძე (სამეგრ. ზ. სვანეთი), გურამ ქოსმენაშვილი (კახეთი);

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული