გენო პეტრიაშვილმა ბაქოს "ოქროს დიდ პრიზზე" ოქროს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბაქოში დღეს დაწყებულ ჰეიდარ ალიევის სახელობის "ოქროს დიდ პრიზზე" თითო ოქრო-ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მძიმე წონაში გამარჯვებული გენო პეტრიაშვილი (125) გახდა, მანამდე კი ვერცხლის მედალი ავთანდილ კენჭაძემ (74) მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორები გიორგი რევაზიშვილი (61) და დავით მარსაგიშვილი (86) გახდნენ.

საქართველოს 7-კაციანი გუნდიდან ბაქოში წარუმატებლად ოთარ გოგავამ (57), დიმიტრი ბასილაშვილმა (70) და ელიზბარ ოდიკაძემ (97) იასპარეზეს.

აღსანიშნავია, რომ 75 კგ-ში ტურნირის გამარჯვებული აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე თბილისელი ფალავანი გიორგი ედიშერაშვილი (57) გახდა.

ბაქოს "დიდ
პრიზზე" ჩემპიონი ჯილდოდ 5 000 დოლარს იღებს, მომდევნო ადგილებზე გასულებს კი, შესაბამისად, 3 000 და 1 000 დოლარი ერგებათ. 25 ნოემბერს ქალთა შეჯიბრი ჩატარდება, 26-ში კი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
უფრო დეტალური ინფორმაცია გვინდა. გილოცავთ
აქვსენტი
19:28 25-11-2016
0
Uდიდესი მოჭიდავე და ძალიან თავმდაბალი ადამიანი
misha
11:14 25-11-2016
0

სიახლეები პოპულარული