ძიუდო. ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი: ბაგრატ ნინიაშვილი ვიცე-ჩემპიონია!

AutoSharing Option
6 აგვისტოს, ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში მიმდინარე ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ბაგრატ ნინიაშვილმა მოიპოვა.

თბილისში ცოტა ხნის წინ გამართული ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისა და ევროპირველობის ბრინჯაოსმედალოსანმა გადამწყვეტ ბრძოლაში დასანანი მარცხი იტალიელი ჯოვანი ესპოსიტოს იწვნია, რომელთანაც მთელი შეხვედრის განმავლობაში ვაზარით იგებდა, მაგრამ ბოლო 10 წამში იპონზე "წამოეგო".

ტურნირის მეორე დღეს საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი მედალი რობინზონ ბელგარიშვილმა (-60 კგ) მოუტანა. ევროპული ფესტივალის გამარჯვებულმა და ევროპის მესამე პრიზიორმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელი მაჰამ ჰაჯიიევი დააიპონა,
მანამდე კი მან ნახევარფინალში ბრძოლა ბრაზილიელ მაიკლ მარსელინოსთან დათმო.

მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღეს სულ საქართველოს ხუთი ძიუდოისტი გამოვიდა. სამწუხაროდ, მედლებისთვის ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშნენ ფესტივალის მესამე პრიზიორი ნატალია ყიფშიძე (48), ფესტივალისა და ევროპის ჩემპიონი მზია ბებოშვილი და ევროპის მეხუთეადგილოსანი ნინო მგელაძე (ორივე - 52).

ამრიგად ქართველ ჭაბუკ ძიუდოისტთა ანგარიშზე სარაევოში მოპოვებული სამი მედალია - ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოსი. შეგახსენებთ, ტურნირის პირველ დღეს ბრინჯაოს ვანო ხუბაშვილი (55) დაეუფლა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები!!! ბაგრატი კიდევ არაერთხელ ასახელებს ქართველ ხალხს!
დათო
09:52 07-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული