ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი: არის ოქრო და 2 ბრინჯაო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 სექტემბერს ავსტრიის ქალაქ ობერვარტში დაიწყო ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი. პირველ დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა სამი მედალი მოიპოვეს: ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო.

73 კგ. წონით კატეგორიაში ფინალში იჭიდავა თამაზ კირაკოზაშვილმა, მისი მეტოქე სლოვენიელი მარტინ ჰოჟაკი იყო, ქართველმა ძიუდოისტმა იპონით მოიგო და ევროპის ჩემპიონი გახდა.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა გიორგი კაციაშვილმა, ვისი მეტოქეც კოსოვოელი აკილ გაიკოვა იყო, ჩვენებურმა იპონით იმარჯვა.

60 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა თორნიკე ნაგლიაშვილმა, მან ბრიტანელ ნილ მაკდონალდს იპონით მოუგო.

მედლებისთვის ბრძოლას ადრეულ ეტაპებზე გამოეთიშნენ ირაკლი
კუპატაძე (55) და ბექა შავდათუაშვილი (66), ისეე როგორც გოგონების ტურნირში ჩვენი მონაწილეები - მარიამ ჯანაშვილი (52) და სალომე აბაშიძე (57).

ევროპის ჩემპიონატზე ხვალ, 19 სექტემბერს მედლები დარჩენილ წონებში გათამაშდება, ჩვენგან მხოლოდ ვაჟები: ლევან გუგავა, კობა მჭედლიშვილი (ორივე 81), ბექა ღვინიაშვილი, დავით რამაზაშვილი (ორივე 90) და გურამ თუშიშვილი გამოვლენ (+100).

ტურნირი კვირას, 20 სექტემბერს, გუნდური შეჯიბრებებით დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული