ზურაბ ზვიადაური 1981 წლის 2 ივლისს დაიბადა ახმეტაში. ძიუდოში ვარჯიშიც იქ დაიწყო ტარიელ შათირიშვილის ხელმძღვანელობით, თუმცა მერე გუგულა აბრამიშვილთან გადაინაცვლა და პირველ
ტრავმების გამო მან ნაადრევად დაანება თავი დიდ სპორტს - 2009 წელს, როცა 28 წლისა იყო. ეს ოფიციალურად, თორემ ფაქტობრივად, კარგა ხნის დანებებული ჰქონდა - მხოლოდ 2008 წელს ოთხი სხვადასხვა ოპერაცია გაიკეთა გერმანიასა თუ საქართველოში. ის გამორჩეულად კაშკაშა ვარსკვლავია არა მხოლოდ ქართული ძიუდოს, მთლიანად - ქართული სპორტის ისტორიაში. ასეთი ტალანტები იშვიათად იბადებიან, თუმცა ბუნებით არ იყო მშრომელი, აკლდა პროფესიონალიზმი, რამაც მის კარიერასაც დაასვა დაღი. მისი ნიჭის პატრონს ოლიმპიადაც უნდა მოეგო მეორედ და არც მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონის გვირგვინი უნდა დარჩენოდა აუხდენელ ოცნებად.
არადა, მსოფლიოს პირველობის ფინალში ორჯერ იჭიდავა - 2001 წელს მიუნხენში 20 წლის ბიჭი წელმტკივანი გავიდა ფრანგ ფრედერიკ დემონფოკონთან საჭიდაოდ და იქ მართლაც განწირული იყო მარცხისთვის, 2003-ში კი ოსაკაში კორეელ ჰე ტაე ჰვანგს დიდი უპირატესობით უგებდა, მაგრამ ლამაზი ჭიდაობის ტრფიალმა მისთვის ჩვეულ შემტევ სტილს არც მაშინ უღალატა და შეტევაში თავდაუზოგავად ჩართულს წამიერი მოდუნება წაგებად დაუჯდა. სპორტიდან წასვლის შემდეგ მან მწვრთნელობა დაიწყო და კვლავაც ქართულ ძიუდოში რჩება.
ნესტორ ხერგიანი 1975 წლის 20 ივლისს დაიბადა მესტიაში. მან სპორტში ვარჯიში სამბოში დაიწყო, რამდენიმე წელიწადში კი ძიუდოში გადაინაცვლა, სადაც ჯერ ანზორ მარგველანი ავარჯიშებდა, მერე - შოთა ხაბარელი.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ხერგიანმა ყველაზე მეტი მედალი მოიპოვა პირველხარისხოვან შეჯიბრებებში - ევროპის პირველობებზე ორჯერ ოქრო და შვიდჯერ - ბრინჯაო, მსოფლიოზე თითო ვერცხლ-ბრინჯაო, ოლიმპიადაზე კი ერთი ვერცხლი ირგუნა.
12 მედალი ამ რანგის შეჯიბრებებში დამოუკიდებელი საქართველოს არც ერთ ათლეტს არ მოუგია. ამას თუ სამბოში მოპოვებულ მედლებსაც დავამატებთ, სია კიდევ უფრო შთამბეჭდავი გამოვა.
ის სპორტიდან შარშან წავიდა, როცა ძიუდოს ნაკრების ხელმძღვანელობა შეიცვალა, ახალმა თავკაცმა კი გუნდის გაახალგაზრდავება გადაწყვიტა. 34 წლის ხერგიანმა კიდევ ერთხელ სცადა ბედი სამბოში და ევროპის ჩემპიონიც გახდა. ევროპული ძიუდოს მწვერვალის დაპყრობის შემდეგ მას მსოფლიოსა და ოლიმპიური მწვერვალების დალაშქვრის შანსიც მიეცა, მაგრამ ხელი მოეცარა - 2004 წელს, ათენის ოლიმპიადაზე მსოფლიოსა და იმხანად ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან, იაპონელ ტადაჰირო ნომურასთან დამარცხდა, 2007 წელს კი ბრაზილიაში მსოფლიოს ფინალი ჰოლანდიელ რუბენ ჰოუკესთან დათმო.
სპორტიდან წასვლის შემდეგ მან მწვრთნელად დაიწყო მუშაობა საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებში და ამჟამადაც იქ აგრძელებს მუშაობას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
.