ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი: მარიამ ჯანაშვილის ვერცხლი!

AutoSharing Option
24 ოქტომბერს, აბუ დაბიში მიმდინარე ახალგაზრდა ძიუდოისტთა ჩემპიონატზე გოგონათა შორის 52 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა მარიამ ჯანაშვილმა.

17-წლამდელთა შორის ევროპის ქართველი ჩემპიონი გადამწყვეტ შეხვედრაში კოსოვოელ დისტრია კასნიქისთან დამარცხდა.

ამრიგად, აბუ დაბიში მიმდინარე ჩემპიონატზე ქართველი ახალგაზრდების ანგარიშზე თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებია. შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს ბრინჯაოს მფლობელი 55 კგ-მდე წონით კატეგორიაში ირაკლი კუპატაძე გახდა.

დღესვე საქართველოს ოქროს მოპოვების შანსიც აქვს - ვაჟთა შორის 73 კგ-მდე წონით კატეგორიის ფინალში ევროპის ჩემპიონი თამაზ კირაკოზაშვილი იჭიდავებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული