ახალგაზრდებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ჭრიკიშვილი ჩვენი ნაკრების მართლაც რომ ყველაზე ნათელი წერტილია. მას ცოტა კი გაუძნელდა უფროსებში დებიუტი - საქართველოს
ჭრიკიშვილს ყველაზე მეტად პირველ შეხვედრაში გაუჭირდა აზერბაიჯანელ რუსტამ ალიმლისთან - მხოლოდ იუკოთი მოუგო. მასზე ბევრად უფროსსა და გამოცდილ ებრაელს, ევროპის ორგზის ვერცხლის მედალოსან იოელ რაზვოზოვს ორი ვაზარით აჯობა, უნგრელ კრისტიან ტოტს ერთი ვაზარი აკმარა, მაგრამ ისეთი გდება გაუკეთა, მეტოქემაც დაუკრა ტაში. ნახევარფინალში 10 წლით უფროსსა და ბევრად გამოცდილ აზერბაიჯანელ ელხან რაჯაბლისაც ვაზარით მოუგო, ფინალში კი თანაგუნდელი კარბელაშვილი შებოჭა. ერთადერთი, რაც მას ამ ეტაპზე აკლია, გამოცდილებაა და თან ფიზიკურად ჯერ კიდევ უჭირს ასაკით უფროსებთან ჭიდაობა.
თავის მხრივ, ტურნირი კარბელაშვილმაც კარგად ჩაატარა, თუმცა ჭრიკიშვილს უფრო ძლიერი ბადე ერგო. ხანჯალიაშვილს ნახევარფინალში გასასვლელად ორი მოგება ეყო - ყაზახ იერჰან შინკეევთან და რუს ასლან კამბიევთან, იქ კი ასევე რუს ალექსეი ვოლკოვთან დამარცხდა. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მან ვაზარით მოუგო ბელარუს ალექსანდრ ვაკავიაკს. ბრინჯაოსთვის იჭიდავეს საბა გავაშელიშვილმაც (90) და რევაზ ჩიკოიძემაც (100), მაგრამ დამარცხდნენ. სანუგეშოში გავიდნენ გიორგი ცოციაშვილი და ლაშა გურულიც (ორივე - 90), მაგრამ იქ პირველივე შეხვედრები წააგეს, ხოლო ჩვენი გუნდის სხვა წევრები - გიორგი ბაინდურაშვილი, პაატა ღვინიაშვილი (81), არჩილ შინჯიკაშვილი (90), კონსტანტინე მუკვანი, მალხაზ ნიჟარაძე, დავით ლორიაშვილი (100), ვახტანგ ზოიძე, ადამ ოქრუაშვილი და ნოდარ მეტრეველი (+100) კიდევ უფრო ადრეული ეტაპიდან გავარდნენ.
სოფიაში მიმდინარე ქალთა ანალოგიურ ტურნირზე დღეს ორმა ჩვენებურმა იჭიდავა. ნინო ოძელაშვილი (70) მეოთხედფინალიდან ჩაება, თუმცა მომავალ ვერცხლის მედალოსანთან, ფრანგ კარინე ბერგერთან დამარცხდა და სანუგეშოში გადავიდა. იქ ხორვატ მარია ჩოსიჩს ვაზარით მოუგო, ბრინჯაოსთვის შეხვედრა კი პოლონელ კატარინა კლიშთან დათმო და მეხუთეზე დარჩა. პირველივე შეხვედრაში დამარცხდა მძიმეწონოსანი ირინა ლეონიძეც - ფრანგ რებეკა რამანიჩთან და გავარდა.
.