ჭიდაობა

ძიუდო

ტოკიოს გრან-სლემი: საქართველო მესამე დღეს უმედლოდ დარჩა

AutoSharing Option
ტოკიოში მიმდინარე ძიგორო კანოს სახელობის გრან-სლემის დასკვნით მესამე საშეჯიბრო დღეს საქართველო უმედლოდ დარჩა.

ღვინიაშვილის მსგავსად, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში თავისი შეხვედრა დათმო ლევან მატიაშვილმაც. მატიაშვილი იაპონელ დაიკი კამიკავასთან გაფრთხილების ხარჯზე დამარცხდა.

საქართველოს სახელით დღეს ვარლამ ლიპარტელიანი (-90), ლაშა გურული (-100), ბექა ღვინიაშვილი (-100), ადამ ოქრუაშვილი (+100) და ლევან მატიაშვილი (+100) წარდგნენ. 5-დან 3 მედლისთვის ბრძოლას პირველივე ეტაპზე გამოეთიშა.

ამრიგად, საქართველომ ტოკიოს გრან-სლემზე თავისი გამოსვლა 1 ოქროთი და 1 ბრინჯაოთი დაასრულა.
ასევე დაგაინტერესებთ