ირაკლი უზნაძე: გათბობა გამორთული იყო თუ ჩართული, არ ვიცი, მაგრამ დარბაზში ციოდა

AutoSharing Option
ქართულ ძიუდოს არა და არ ეღირსა დამშვიდება - გუშინ, 28 იანვარს ახალი სკანდალი პარლამენტის სპორტის კომიტეტიდან ისროლა დეპუტატმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა, რომელმაც ეროვნული ნაკრების შეუფერებელ მოსამზადებელ პირობებზე ილაპარაკა.

კერძოდ, გათბობის პრობლემაზე, რაშიც ფედერაცია, უფრო სწორად კი, მისი პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დაადანაშაულა და ამ ყველაფერს 90-იანებში დაბრუნება უწოდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ნაკრების რამდენიმე ლიდერსაც ვთხოვეთ, მაგრამ არც ერთმა მათგანმა არ ისურვა ამ თემაზე საუბარი. სამაგიეროდ, დაგვთანხმდა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე:

"არ ვიცი, რა მიზეზები გავრცელდა საზოგადოებაში ან ვინ რა ინტერპრეტირება გააკეთა, მაგრამ მე რაც ვიცი, დარბაზში ციოდა და ეს პრობლემა აქამდე ვერ მოგვარდა. სამწუხარო ფაქტია.

გათბობა გამორთული იყო თუ ჩართული, არ ვიცი, მაგრამ დარბაზში ციოდა და ეს იყო უკმაყოფილების მიზეზი. ნომერ პირველი გუნდისთვის ასეთი პირობები არაა მისაღები. მით უფრო, ოლიმპიადამდე 4-5 თვეა დარჩენილი.

ბიჭებს სავარჯიშოდ მოსვლაზე უარი არ უთქვამთ, მაგრამ ბოლომდე ვერ იტვირთებოდნენ, რადგან შეიძლებოდა, ტრავმა მიეღოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
მე მაპატიეთ, მაგრამ 3 წლის განმავლობაში ზვიადაურისგან ჩახდილი ერთი ადგილის მეტი არაფერი გვახსოვს პარლამენტში. რაღა ამ სიების შედგენის წინ გადაწყვიტა აქტიურობა. ეგ ფედერაციის პრეზიდენტობას ხომ არ უმიზნებს შემთხვევით. თუ ასე დარდობს ძიუდოზე, მისულიყო და ადგილზე გაერკვია, თვითონაც ამ გუნდის წევრი არაა? სირცხვილი მაგას.
მარიამი
02 თებერვალი 2016 11:08
0
ახლა ვინც ითავა და ვინც აიტაცა გათბობასთან დაკავშირებით რეალობაში სხვა გულისტკივილი ამოძრავებთ,
ცხადია რომ პარლამენტში მჯდომი სპორტსმენები დაინტერესებულნი არიან კრიზისის შექმნაში , რათა შემდეგ ააგორონ
და გაისუფთავონ გზა მომავლისათვის, როდესაც პარლამენში მათი ადგილი აღარ იქნება, სხვა შემთხვევაში უბრალოდ კაცურად დაუდგებოდნენ ქევხიშვილს მხარში და გათბობას კი არა და ნებისმიერ პრობლემას მოხსნიდნენ.
სხვა ყველა მოქმედება ვირტხების საქციელია :((((((
Beso
30 იანვარი 2016 09:57
0
შენ სანამ კომენტარ გააკეთებ იმაზე დაფიქრდი ვინ ხარ და საიდან მოხვედი
Giorgi
30 იანვარი 2016 04:40
0
ფედერაციამ კეთილი ინებოს და როგორც უნდა გაუთბოს ნაკრებს დარბაზი თუ არადა მოვა ის ვინც გაათბობს
ჯონი
29 იანვარი 2016 21:48
0
როგორც კი ადამიანი რამე პრობლემაზე ისაუბრებს ეგრევე ნაცების კაცია )))
givi
29 იანვარი 2016 16:10
0
ირაკლი უზნაძე ნაცების კუდიააა???? თუ გათბობა არ გაქვს გააკეთე, მოითხოვე გააკეთონ, ჩაერთე საქმე გააკეთე დამლაგებელი ხომ არ ხარ, მთავარი მწვრთნელი ხარ, რას კეკლუცობ პრესაში და სოციალურ ქსელში, თუ სიმართლე გინდა პირველ რიგში შენ არ უნდა იყო მთავარი მწვრთნელი და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება, საქმის კეთების მაგივრად სოციალურ ქსელში რომ კეკლუცობ უნამუსობაა ეს არ გასწავლეეს თავის დროზეეეე??????
nana
29 იანვარი 2016 15:26
0
ჰო რა თქმა უნდა სპორტსმენები და მსახეობები სიებში ვერ მოხვდებიანო მაგრამ დაგასაქმებთოო.... და სად უნდა დაასქმონ უნდა ბინძური კამპანია წამოიწყონ ვიგაცეების მიმართ N1 გუნდს რომელმაც რეგბისტების შემდეგ ყველაზე საიკეტესო შედეგები დადაეს ცილს წამებენ მადლობის მაგიერიაა, ქევხიშვილმა იმდენი რამე გააკეთა ძიუდოსთვის და რამე წაიღოო იქედაან ხელფასიც კიი არ გრცხვენიაათ , სინდისი საერთოდ დაკარგეეთ საბილოოოდ??? გათბობა თუ არ იყო მაგას პისრ კაამპანიის მოწყობა კი არ უნდა გაკეტება და დახმარება უნდა. უნამუსოობაა პარლამენტში სამი წლის განმავლობაში ერთხელ რომ ამოიღებ ხმას და მაშინაც სიცრუეს ილაპარაკებ. გრცხვენოდეთ
nana
29 იანვარი 2016 15:18
0
....თუ პრობლემა არსებობს მის გადაჭრაზე იზრუნე პარლამენტის წევრი ხარ რიგითი მოქალაქე ხომარა, მაგრამ სულ სხვა მიზნებისთვის გჭირდება ეს ამბავი
ika
29 იანვარი 2016 13:31
0
მოკლედ,ოცნებაში,როგორც მოგეხსენებათ, გადაწყიტეს სპორტსმენები და მსახიობები აღარ იქნებიანო საპარლამენტო სიებში,ჰო და ზვიადურმაც უკვე წამოიწყო ბრძოლა ძიუდოს პრეზიდენტობაზე,ძალიან იაფასიანი და ბინძური ბრძოლის ხერხებია(სიმართლე ვთქვათ სხვნაირი ბრძოლა არც იციან)
levan
29 იანვარი 2016 12:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული