პარიზის "დიდ მუზარადზე" ჩვენებურთა მეტოქეები გაირკვნენ

AutoSharing Option
ძიუდოისტთა ნაკრების ხელმძღვანელობაში ფუნქციათა გადანაწილების მორიგი ეტაპია - მართალია, სოსო ლიპარტელიანი მთავარი მწვრთნელის სტატუს კი ინარჩუნებს, მაგრამ მისი რეალური ფუნქცია ყველა ასაკობრივი ნაკრების კურატორობა იქნება, ეროვნულ ნაკრებში მთავარმწვრთნელობას კი ავსტრიელი კონსულტანტი პეტერ ზაიზენბახერი გასწევს.

სწორედ მან შეადგინა ნაკრებისა თუ ცალკეულ ათლეტთა სავარჯიშო გეგმა, ის დააყენებს შემადგენლობას ყოველი ტურნირზე, უხელმძღვანელებს ყოველდღიურ ვარჯიშებს და თვითონვე იქნება პასუხისმგებელი შედეგებზეც. ლიპარტელიანის ფუნქცია ლამის კოპირებაა ყოფილი სახელმწიფო მწვრთნელის თანამდებობისა - ის იქნება კურატორი და გააკონტროლებს სამივე ასაკის ნაკრებს, შეასრულებს მენეჯერის ფუნქციებს და კონტრაქტის ამოწურვისას გააკეთებს
დასკვნას, რომელმა მწვრთნელმა შეასრულა გათვალისწინებული პირობები და რომელმა - ვერა.

ლიპარტელიანი არც შემადგენლობის შერჩევაში ჩაერევა, არც - გუნდის დაკომპლექტებაში და არც - ყოველდღიურ საწვრთნელ პროცესში. შესაბამისად, ის არც შედეგებზე იქნება პსუხისმგებელი. ეროვნულ ნაკრებში ზაიზენბახერის თანაშემწედ ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური იმუშავებს.

მოგეხსენებათ, ზაიზენბახერთან ქართულმა მხარემ კონტრაქტი 1+6 სისტემით გააფორმა. მის მიერ გაკეთებულ საქმეებსაც სწორედ ერთი წლის შემდეგ დაითვლიან და მერე გადაწყდება, გაუგრძელონ თუ არა კონტრაქტი. ორიენტირად მსოფლიოს პირველობაა აღებული - ის იქნება შედეგების მთავარი განმსაზაღვრელი და არა ევროპა. ზაიზენბახერის გადაწყვეტილებით, ევროპაზე შესუსტებული შემადგენლობით გამოვალთ - ლიდერები არ იჭიდავებენ.

პარიზში ხვალ დასაწყებ "დიდ მუზარადზე" მოჭიდავე გუნდიც ზაიზენბახერმა დააკომპლექტა. იქ ხვალ 60, 66 და 73-ის ფალავნები იჭიდავებენ. დღეს წილისყრა გაიმართა და გაირკვნენ ჩვენებურთა მეტოქეები. ამირან პაპინაშვილი (60) პირველ წრეში ისვენებს და ფინელ იჯჰო რეინოლდსა და ლატვიელ დმიტრი კოზლოვსს შორის მოგებულს შეხვდება.

ამავე წონაში ბეთქილ შუკვანი საუდის არაბეთის წარმომადგენელ ეისა მაირაშის ხვდება. 73-ში თენგიზ პაპოშვილი ნიგერიელ აბას სალიჰუსთან ჭიდაობს, ნუგზარ ტატალაშვილი - საქართველოდან წასულ ებრაელ იოსებ ფალელაშვილთან.

ლევან წიკლაური (81) ტურნირში მესამე წრიდან ჩაებმება, ლასა ზურაბიანი კი მეორე წრეში უზბეკ მუმინ ნაბიევს ხვდება.

პირველ შეხვედრას მესამე წრეში გამართავს ვალერი ლიპარტელიანიც (90), ლომერ ჟორჟოლიანი (100) კი პირველ წრეში ისვენებს და ფრანგ მაელ ლე ნორმანდისა და პოლონელო ტომაშ დომანსკის სეხვედრად დაელოდება. მძიმეში ადამ ოქრუშვილის მეტოქე ბულგარელი ივან ილიევია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
"დიდი მუზარადი" რა უბედურებაა?
არ ითარგმნება "დიდი სლემი" - ეს ინტელექტუალურ-სპორტულ თამაშ ბრიჯიდან სპორტის სხვა სახეობებში გადასული ტერმინია!

კარგი იქნება თუ შეასწორებთ და მომავალშიც გაითვალისწინებთ.
Charles IX
00:52 08-02-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული