ძიუდო. ევროპის ჩემპიონატი: ქართველებმა გამოსვლა 7 მედლით დაასრულეს

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ყაზანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ინდივიდუალურ შეჯიბრში გამოსვლა 7 მედლით - 2 ოქროთი, 3 ვერცხლითა და 2 ბრინჯაოთი დაასრულა, რაც საერთო ჩათვლაში მეორე შედეგია, საფრანგეთის შემდეგ.

ბოლო - ბრინჯაოს მედალი საქართველოს ნაკრებს მძიმე წონაში ლევან მატიაშვილმა მოუტანა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში უნგრელ ბარნა ბორს სძლია.

კონტინენტის ჩემპიონები ვაჟა მარგველაშვილი (-66) და ვალერი ლიპარტელიანი (-90) გახდნენ, ვერცხლის მედლები ლაშა შავდათუაშვილმა (-73), ავთანდილ ჭრიკიშვილმა (-81) და საქართველოს სახელით მოასპარეზე ესტერ სტამმა (-70) დაისაკუთრეს, ბრინჯაო მედლები კი ნუგზარ ტატალაშვილმა (-73) და მატიაშვილმა
(+100) მოიპოვეს.

ხვალ, 24 აპრილს, ტურნირი გუნდური შეჯიბრით დასრულდება - საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე უნგრეთი იქნება. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათზე, ფინალური ბლოკი 17:30 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ერთ დღეს სამ ფინალს რომ წააგებ, არაა კარგი... სტამს შექების მეტი არაფერი ეთქმის, ფინალში მას არავინ ელოდა. შავდათუაშვილს რომ მსაჯებმა წააგებინეს, ამაშიც არაა ორი აზრი, მაგრამ ჭრიკიშვილს არ მეგონებოდა, ასე თუ გაანეიტრალებდა მოწინააღმდეგე, რომელიც რამდენიმე თავით დაბლაა ავთოზე. თუმცა ყველა ადამიანია, რას ვიზამთ. მთავარია ოლიმპიადაზე წამოვიღოთ ოქროები.
Lasha
24 აპრილი 2016 00:29
0
ჭრიკიშვილის ვერცხლმა გატეხა მაგრად. არ ეკადრებოდა ხალმურზაევთან წაგება...
დანარჩენების შედეგები ლოგიკური იყო, ბადეებიდან გამომდინარე.
ადამა და პაპინაშვილი რეგრესს განიცდიან. პაპინაშვილი მეხუთე ადგილამდე მაინც ქაჩავს და ადამა საერთოდ საშინელ ფორმაშია. ჩემი აზრით, მატიაშვილი უნდა წაიყვანონ ოლიმპიადაზე.
ესთერ სტამმა სასწაული მოახდინა ვერცხლის მედლით...
enlili
23 აპრილი 2016 22:26
0
ფანტასტიკა!!! ტრიუმფი!!! გილოცავთ!!! ხვალინდელი დღის იმედით!!! გაიხარეთ და გაგვახარეთ, ბიჭებო!!!
tngh
23 აპრილი 2016 21:35
0
ოლიმპიადაზე კიდევ, მინიმუმ 4 ოქრო, ქართველთა ჯიშის უკეთესნო!
კობა
23 აპრილი 2016 21:16
0
თქვენ ჯიშს შემოგევლოთ ჩემი სიცოცხლეეე!!!

კობა
23 აპრილი 2016 21:13
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული