ლაშა შავდათუაშვილი ალმათის გრან პრის ფინალში გავიდა

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (73) ყაზახეთის ქალაქ ალმათიში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან პრიზე ფინალში გავიდა.

შავდათუაშვილმა ნახევარფინალში მონღოლი ნიამ ოჩირ საინიარგალი დაამარცხა. ჩვენებურმა მეტოქეს ორი გაფრთხილება მიაღებინა. ფინალში შავდათუაშვილი ჩეხ იარომირ იეზეკს შეხვდება.

სამწუხაროდ ჩეხ იარომირ იეზეკთან იპონით დამაცხდა ნახევარფინალში ნუგზარ ტატალაშვილი. ტატალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ფრანგ პიეტრე დუპრატთან იჭიდავებს.

რაც შეეხება 81 კგ. წონით კატეგორიას ლევან გუგავამ პირველი ორი შეხვედრა მოიგო, თუმცა შემდეგ ბრაზილიელ ლეანდრო გილჰეიროსთან დამარცხდა, ხოლო ლაშა ზურაბიანი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ესპანელ ადრიან ლორენცო ნასიმიენტოსთან.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს უნდა წაიყვანონ ოლიმპიადაზე რა
ტესტი
14:14 14-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული