საერთოდ, ზაიზენბახერის ეს შემადგენლობა ფრიად საინტერესოა. თავად განსაჯეთ - ცირეკიძის გარდა, გერმანიაში ამირან პაპინაშვილი, დავით ასუმბანი (ორივე - 60), ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), ნოდარ მეტრეველი და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100) იჭიდავებენ.
დაგვეთანხმებით, ეს მთლად ზეოპტიმალური თუ არა, მასთან მიახლოებული ვარიანტი
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ცუდია, პაატა მერებაშვილი (60) ამჯერად რომ ვერ მოხვდა გუნდში. იმედია, მას იქით კვირას მაინც ვიხილავთ ვარშავაში გასამართ მსოფლის თასზე. რაც შეეხება 66 კილოგრამს, აქ შალვა ქარდავას უნდა ეჭიდავა, მაგრამ გაცივდა და ვერ მიდის.
ზაიზენბახერი კვირას ბუდაპეშტში მსოფლიოს თასზე ახლდა გუნდს, იქიდან კი ავსტრიაში გადავიდა, სადაც ამ ღამით ცირეკიძეც გაფრინდება. მოგეხსენებათ, ზაიზენბახერმა საქართველოში ჩამოსვლისთანავე სამედიცინო ტესტი ჩაუტარა ნაკრების უკლებლივ ყველა კანდიდატს, მაგრამ მაშინ ცირეკიძის სპორტში დარჩენა-არდარჩენის საკითხი ჯერ კიდევ არ იყო გარკვეული და ამიტომ არც ის შემოწმება გაუვლია. ოლიმპიური ჩემპიონი ვენაშიც იმ ტესტების გასავლელად მიდის ასე ნაადრევად, პარასკევს კი ის და მწვრთნელი იქიდან გადავლენ დიუსელდორფში.
ცირეკიძე კი უბრუნდება დიდ სპორტს, მაგრამ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია წესებში შეტანილი ისეთი უსიამოვნო სიახლით ხვდება, ვეჭვობთ, მალევე კვლავ არ ჩაალაგოს ბარგი. ახალი წესებით, ამჯერად ჩავლება და დაყოვნება ქულით ისჯება, სწრაფადვე თუ არ გააკეთებ ილეთს. ეს წესი პარიზის "დიდი მუზარადიდან" უკვე მოქმედებს, ცირეკიძე კი სწორედ ჩავლებით ჭიდაობს. ოღონდ მას დაყოვნება და მეტოქეზე დაკვირვება უყვარდა, ხოლო ახლა სტილის მსწრაფლ შეცვლა მოუწევს. ის უკვე მუშაობს ამაზე და, იმედია, წარმატებითაც გამოუვა.
კარგი იქნება ალბათ ვინმრმ გაითვალისწინოს და ყურად მიიღოს!!!
კარგი იქნება ალბათ ვინმრმ გაითვალისწინოს და ყურად მიიღოს!!!