დიუსელდორფში ცირეკიძეც მიდის

AutoSharing Option
ძიუდოისტთა ნაკრების ფაქტობრივმა თავკაცმა პეტერ ზაიზენბახერმა 19-20 თებერვალს, დიუსელდორფში, "დიდ პრიზზე" წასაყვანი გუნდი დაასახელა. წინასწარ გეტყვით - შემადგენლობაშია საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძეც (100). ამდენად, ის დიდ სპორტს უბრუნდება.

საერთოდ, ზაიზენბახერის ეს შემადგენლობა ფრიად საინტერესოა. თავად განსაჯეთ - ცირეკიძის გარდა, გერმანიაში ამირან პაპინაშვილი, დავით ასუმბანი (ორივე - 60), ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), ნოდარ მეტრეველი და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100) იჭიდავებენ.

დაგვეთანხმებით, ეს მთლად ზეოპტიმალური თუ არა, მასთან მიახლოებული ვარიანტი
ნამდვილადაა. მისასალმებელია, რომ გუნდში კვლავ გამოჩნდნენ ტატალაშვილი და ხანჯალიაშვილი. ტატალაშვილს ნაკრების კარს არც არავინ უკეტავდა, თუმცა შემადგენლობის როტაციიდან გამომდინარე, საერთაშორისო შეჯიბრებებში მაინც საკმაო პაუზა გამოუვიდა, ხანჯალიაშვილს კი უნიათო ჭიდაობისთვის სპორტის მმართველნი შემოსწყრნენ და რაღაც ისეთი ხმებიც გავრცელდა, თითქოს არც გააგზავნიდნენ უცხოეთში საჭიდაოდ. ყოველ შემთხვევაში, ორი კვირის წინ პარიზში მისი წაუსვლელობა ამ ფაქტით ახსნეს.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ცუდია, პაატა მერებაშვილი (60) ამჯერად რომ ვერ მოხვდა გუნდში. იმედია, მას იქით კვირას მაინც ვიხილავთ ვარშავაში გასამართ მსოფლის თასზე. რაც შეეხება 66 კილოგრამს, აქ შალვა ქარდავას უნდა ეჭიდავა, მაგრამ გაცივდა და ვერ მიდის.

ზაიზენბახერი კვირას ბუდაპეშტში მსოფლიოს თასზე ახლდა გუნდს, იქიდან კი ავსტრიაში გადავიდა, სადაც ამ ღამით ცირეკიძეც გაფრინდება. მოგეხსენებათ, ზაიზენბახერმა საქართველოში ჩამოსვლისთანავე სამედიცინო ტესტი ჩაუტარა ნაკრების უკლებლივ ყველა კანდიდატს, მაგრამ მაშინ ცირეკიძის სპორტში დარჩენა-არდარჩენის საკითხი ჯერ კიდევ არ იყო გარკვეული და ამიტომ არც ის შემოწმება გაუვლია. ოლიმპიური ჩემპიონი ვენაშიც იმ ტესტების გასავლელად მიდის ასე ნაადრევად, პარასკევს კი ის და მწვრთნელი იქიდან გადავლენ დიუსელდორფში.

ცირეკიძე კი უბრუნდება დიდ სპორტს, მაგრამ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია წესებში შეტანილი ისეთი უსიამოვნო სიახლით ხვდება, ვეჭვობთ, მალევე კვლავ არ ჩაალაგოს ბარგი. ახალი წესებით, ამჯერად ჩავლება და დაყოვნება ქულით ისჯება, სწრაფადვე თუ არ გააკეთებ ილეთს. ეს წესი პარიზის "დიდი მუზარადიდან" უკვე მოქმედებს, ცირეკიძე კი სწორედ ჩავლებით ჭიდაობს. ოღონდ მას დაყოვნება და მეტოქეზე დაკვირვება უყვარდა, ხოლო ახლა სტილის მსწრაფლ შეცვლა მოუწევს. ის უკვე მუშაობს ამაზე და, იმედია, წარმატებითაც გამოუვა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ქართველებიც კარგად ართმევენ თავს მაგრამ შჭურდებათ ყურადღებიანი და მომთხოვნი მწვრტნელები, რომლებიც მატ ვარჯიშს ყურადღებიტ დააკვირდებიან! კიდევ ქარტველ სპორცმენებს ტატამის გარეთაც შჭირდებათ ყურადღება, ანუ რისი თქმა მინდა: ჩვენ ძიუდოისტებს სპორტული ცხოვრების სჰესისხლხორცება უჭირთ და ამასჰი ტუ რაგაც მინი სემინარები ჩაუტარდებათ ან ტვიტონ ორატორული ნიჭით დაჯილდოებული, ამ საქმეში გამოცდილი მწვრტნელი გაესაუბრებათ თუნდაც ვარჯიშის შემდეგ, არც ეს იქნება ურიგო!!! მეც ძიუდოისტი ვარ და ეს არი ცჰემი ტვალიტ დანახული პრობლემა და ასე თუ ისე მისი აღმოფხვრის ერთ-ერტი ხერხი.
კარგი იქნება ალბათ ვინმრმ გაითვალისწინოს და ყურად მიიღოს!!!
ibragim
01:02 28-02-2011
0

01:01 28-02-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული