განმარტება: ქართველი მოჭიდავეები შეკრებას ოკუპირებულ ყირიმში არ გაივლიან

AutoSharing Option
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია განმარტავს, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მზადებას არა ოკუპირებულ ყირიმში მდებარე ალუშტას ბაზაზე, არამედ რუსეთის ფედერაციაში, ადლერში გაივლის.

ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ წინა დღეს გააკეთა განცხადება, რომ ჩვენი ნაკრები ალუშტაში გაივლიდა შეკრებას, რამაც გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია. ფედერაციის პრესსამსახურის განმარტებით კი, ეს იყო მექანიკური შეცდომა, რომელიც საუბრისას იქნა დაშვებული.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა უფროსი ასაკის ნაკრები რამდენიმე დღეა უკვე ევროპის ჩემპიონატისთვის ადლერში შეკრებაზე იმყოფება, ხოლო დღეს გუნდს 23 წლამდე ასაკის წევრებიც შეუერთდებიან, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაიწყებენ მზადებას.
მკითხველის კომენტარები / 14 /
gizog, აბსოლიტურად გეთანხმები. გაუგებარია, რატომ იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს. კი ბატონო, შეკრება (ზბორი)შეკრებაა და სპორცმენები მოშორებული უნდა იყვნენ საკუთარ გარემოსაგან, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ადლერის (მითუმეტეს ოკუპანტი ქვეყნის)ნაცვლად გონიო, ბაკურიანი, ბორჯომი ან თუნდაც აქვე სომხეთის წახთაძორი (თუ რა ქვია. აქ ხშირად იკრიბებოდნენ მოჭიდავეები) ყოფილიყო შერცეული. მაგრამ არა!!! ბიუჯეტის ფული ხარჯე და არავინ გამკითხავი. ნუ მოკლედ...
kaxi
13:42 06-04-2017
0
რა უნდათ რით ვერ მოსცილდნენ ამ რუსეთს. პოლიტიკურ ურთიერთობებს რომ თავი დავანებოთ, მაგათი ფედერაციის პრეზიდენტი ცნობილი მაფიოზია, დოპინგით წაღმა-უკუღმა გაჭყეპილ სპორტსმენებზე აღარაფერს ვამბობ! საქართველო თუ ეპატარავებათ სავარჯიშოდ და მოსამზადებლად, დაილია ქვეყნები, სადაც კარგი მოჭიდავეები ჰყავთ? წავიდნენ უკრაინაში, აზერბაიჯანში, ირანში, თურქეთში... რაღა ეს დამპალი რუსეთი. რა მენტალიტეტი აქვთ ასეთი, რუსეთის იქით სხვა გზას რომ ვერ ხედავენ ზოგიერთები?
ენლილ
13:29 06-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული