დღეს, 1-ელ ივლისს ასპარეზობაში ოთხი ქართველი მოჭიდავე ჩაება. ფინალში გავიდნენ და ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ რამაზ სილაგავა (50) და ლერი აბულაძე (60), ხოლო ბექა მამუკაშვილი (74) და გიორგი ბარბაქაძე (96) ბრინჯაოს მოპოვებას შეევდებიან.
დორტმუნდში ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და შეხვედრების ლაივ-სთრიმით ნახვა ქომაგას ამ ბმულზე შეეძლება.
ყოჩაღ ბიჭებს და ყოჩაღ მწვრთნელებს... როგორც ჩანს დიდი სამუშაო გაწია ახალმა მთავარმა მწვრთნელმა სოსო ჯაბიძემ..