კობლიაშვილის მეტოქე რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი დავით ჩაკვეტაძე იქნება, ნადარეიშვილი კი უზბეკ რუსტამ ასაკალოვს დაეჭიდება.
ფინალური ბლოკი 21:00 სთ-იდა დაიწყება, გულშემატკივარს შეხვედრების ლაივ-სთრიმით ხილვა კი ამ ბმულზე შეუძლია.
საფრანგეთის დედაქალაქში დღეს მედლები ოთხ წონით კატეგორიაში: 71, 75, 85 და 96 კგ-ებში თამაშდება.
დღესვე ხალიჩაზე ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (71) და მინდია წულუკიძეც (75) გამოვიდნენ. ბოლქვაძემ ახალ 71 კგ კატეგორიაში