5 მედალი ბაქოდან

AutoSharing Option
ბაქოში, სპორტკომპლექს "სერხედჯში" მიმდინარეობს აზერბაიჯანის თასის გათამაშება თავისუფალსა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელიც პარალელურად ტარდება ახალგაზრდებსა და ჭაბუკებში როგორც ბიჭებში, ასევე - გოგოებში.

უკვე დამთავრდა შეჯიბრება ჭაბუკ ბერძენ-რომაელთა შორის, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ამდენივე ბრინჯაოსა და ერთი ვერცხლის მედლით დაამთავრა. ტურნირის ჩემპიონები ლაშა ქობაძე (76) და ზურაბ გედეხაური (100) გახდნენ, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონ გურამ გედეხაურის ვაჟია. ის აქამდე მოსკოვში ცხოვრობდა, მაგრამ წლეულს დაბრუნდა საქართველოში.

ფინალური შეხვედრა დათმო გიორგი მურიდანიძემ (85), მესამე საპრიზო ადგილებზე კი გიორგი ტოპიკაშვილი (54) და ბექა კანდელაკი
(100) გავიდნენ. შეჯიბრება კომერციულია და ჩემპიონები 600 დოლარით, მეორე და მესამე პრიზიორები კი, შესაბამისად, 400 და 200 დოლარით ჯილდოვდებიან.

დღეს ტურნირში ახალგაზრდა ბერძენ-რომაელები ჩაებმებიან, მერე კი "თავისუფლების" ჯერი დადგება - ხვალ ჭაბუკები იჭიდავებენ, ზეგ - ახალგაზრდები.



ირაკლი თავაძე





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული