ნაკრებმა სალაძის ტურნირით სეზონი დაიწყეს

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე გლდანის ოლიმპიური მზადების ცენტრმა მსოფლიოს ჩემპიონ მიხეილ სალაძის სახელობის ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც უცხოელებიც მონაწილეობდნენ - სომხეთის გუნდი და რამდენიმე მოზარდი ჩრდილო ოსეთიდან.

ჩვენი ნაკრებისთვის ეს საგაისო სეზონისთვის მზადების პირველი ეტაპი იყო - ასაკობრივი ცენზის გამო გუნდი მნიშვნელოვნად გადახალისდება და მისი ხელმძღვანელობა აქედანვე იწყებს ზრუნვას ახალი სახეების გამოვლენაზე. თუმცა ნაკრებში კვლავაც რჩება რამდენიმე სპორტსმენი, რომლებიც წლეულს სადებიუტო სეზონს ატარებდნენ - ბაკურ გოგოლი (54), გიორგი ტოტიკაშვილი (58), ბექა კანდელაკი (100), ოღონდ ამ ტურნირზე პირველმა ორმა ზედა წონაში იასპარეზა. არაა გამორიცხული,
მათ შეიცვალონ კიდეც წონითი კატეგორია, რაც ამ ასაკში ჩვეულებრივი ამბავია.

ერთი სიტყვით, ეს მნიშვნელოვანი შეჯიბრება იყო, როგორც ძველების, ასევე - ახლებისთვის. ცხადია, ახალი სახეებიც საკმაოდ გამოჩნდნენ. ბუნებრივია, ნაკრებში მოხვედრამდე მათ კიდევ დიდი გზის გავლა და საკმაოდ ბევრ შეჯიბრში თავის გამოჩენა მოუწევთ, თუმცა პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია.

შეჯიბრებამ ჩვეულებრივად დაძაბულ ატმოსფეროში ჩაიარა და სპორტული ოჯახების ტრადიციების გაგრძელებაც ვიხილეთ. კონკრეტულად, 85 კილოგრამში, სადაც ვიცე-ჩემპიონი სახელოვანი მწვრთნელის დავით დავითაიას შვილიშვილი ნიკოლოზ გახელაშვილი გახდა, ბრინჯაოს მედალი კი ახლო წარსულში ეროვნული ნაკრების წევრის, ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონ გიორგი ჯინჭველაშვილის შვილმა, ასევე გიორგი ჯინჭველაშვილმა მოიპოვა. თავად მიხეილ სალაძის სახელობის სპეციალური პრიზი კი 100 კილოგრამში გამარჯვებულ ბექა კანდელაკს გადაეცა.

კვარცხლბეკი

42 კგ. 1. დავით ჩხარტიშვილი; 2. იური ლომიძე (ორივე - ოზურგეთი); 3. ვარლამ კვარაცხელია (ხობი), იავენგო რიწაძე (გარდაბანი).
46 კგ. 1. შავაძე ირაკლი (ბათუმი), 2. ლეონ კარაპეტიანი, 3. ხოსროვ ადამიანი (ორივე - სომხეთი), კახა ირემაძე (ოზურგეთი).
50 კგ. 1. ფელიქს იერიტისიანი (სომხეთი), 2. ბექა ბალანჩივაძე (წყალტუბო), 3. გიორგი მელია (სამტრედია), მინდია მახარაძე (ხულო).
54 კგ. 1. ბაკურ გოგოლი (სენაკი), 2. არმენ ვართანიანი (სომხეთი), 3. გიორგი ხუჭუა, აკაკი ჩანჩიბაძე (ორივე - ოზურგეთი).
58 კგ. 1. გიორგი ტოტიკაშვილი (გარდაბანი), 2. თემურ კვაჭაძე (ოზურგეთი), 3. სულიკო ვახტანგაძე (სამტრედია), სტეფან გოჩინიანი (სომხეთი).
63 კგ. 1. გელა ბოლქვაძე (ბათუმი), 2. გურგენ გრიგორიანი (სომხეთი), 3. ირაკლი თარხნიშვილი (გარდაბანი), გიორგი ჯაფარიძე (ოზურგეთი).
69 კგ. 1. გიორგი ჩხარტიშვილი (ბათუმი), 2. დავით გოგიძე (ქუთაისი), 3. ოვანეს გრიგორიანი (სომხეთი), ნუკრი შავაძე (ბათუმი).
76 კგ. 1. ალექსი ტყებუჩავა (თბილისი), 2. გიორგი დარჩია, 3. გიგა ვაჩნაძე (ორივე - ოზურგეთი), გიორგი ორბელაძე (ზესტაფონი).
85 კგ. 1. გიგა ქოქოლაძე (ბათუმი), 2. ნიკოლოზ გახელაშვილი, 3. თენგიზ ძებნიაური, გიორგი ჯინჭველაშვილი (სამივე - თბილისი).
100 კგ. 1. ბექა კანდელაკი, 2. ჯემალ რიჟამაძე (ორივე - თბილისი), 3. არტემ გაზარიანი (სომხეთი), გიორგი ღლონტი (ლანჩხუთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული