სამწუხაროდ, ინტერნეტში ამ ტურნირის შედეგების მოძიებაც შეუძლებელია (თვით ბელარუსის ჭიდაობის ფედერაციის საიტიც არაფერს წერს), მაგრამ გარკვეული დეტალები ჩვენი ჭიდაობის ფედერაციის გენერალურ მდივან მალხაზ ჯორბენაძისგან შევიტყვეთ.
ტურნირში ათი გუნდი გამოდიოდა, რომლებიც მასპინძლებმა ორ ჯგუფად გაჰყვეს. ჩვენებმა ჯგუფში უკრაინა (4:3), მოლდოვა (5:2) და ბელარუსის მეორე გუნდი (4:3) დაამარცხეს, ნახევარფინალში რუსებთან 2:5 წააგეს. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი
ყაზახებს სძლიეს ისევ ნაცნობი ანგარიშით - 4:3. როგორც ჯორბენაძემ გვითხრა, ასეთი შედეგით დასრულებულ შეხვედრებში
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"