მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1982, 1983) თემურ აფხაზავა ქუთაისში გამორჩეული სიყვაულით სარგებლობს. სპორტული კარიერის საუკეთესო წლებში არაერთი მაცდუნებელი წინადადების მიუხედავად ის ბოლომდე მშობლიურ ქალაქში დარჩა და აქვე ემზადებოდა კვარცხლბეკების უმაღლესი საფეხურების დასაპყრობად.
ჭიდაობის მაღალი კლასის, ძალიან სწრაფი, ავაზისებური მოულოდნელი ილეთების, დიდი ტექნიკური არსენალისა და სახის ფერის გამო გულშემატკივრებმა მას "შავი ავაზა" შეარქვეს. 80-იან წლებში, როცა თემურ აფხაზავა გამოჩნდა სპორტულ ასპარეზზე სსრკ ნაკრებში ძალიან რთული იყო ადგილის მოპოვება, თუმცა მან თავის
როგორც სპეციალისტები იხსენებენ, 1984 წლის ლოს-ნჯელესის ოლიმპიური თამაშებისთვის ის ბრწინვალე ფორმაში იყო და ოლიმპიური ოქროს მთავარ პრეტენდენტად მოიაზრებოდა, მაგრამ 1980 წლის მოსკოვის ბოიკოტისთვის საბჭოთა კავშირმა ამერიკელებს სამაგიერო გადაუხადა და ოლიმპიელები ამერიკაში არ წაიყვანა. აფხაზავასაც ოლიმპიადის ნაცვლად სოციალისტური ქვეყნების "დრუჟბაზე" მოუხდა თავისი სიძლიერის დამტკიცება, სადაც პირველი ადგილი დაიკავა.
თემურ აფხაზავა დღესაც ქუთაისში ცხოვრობს და ისევ ქართული სპორტის სამსახურში რჩება - ქუთაისის სპორტის სასახლის ხელმძღვანელია. ამ დღეებში მისი სახელობის ტურნირიც სწორედ ამ სასახლეში გაიმართა.
"მადლობა ქუთაისის თვითმართველობას და სპორტული სკოლების გაერთიანებას მხარდაჭერისთვის და ამ ტურნირის ორგანიზებისთვის.
შეჯიბრებაზე სომხეთის გარდა თურქეთისა და აზერბაიჯანის გუნდებიც იყვნენ მოწვეულნი, თუმცა მათ უამინდობის გამო საქართველოში ჩამოსვლა ვერ მოახერხეს. ტურნირმა ბევრი ახალგაზრდა მოჭიდავე გამოავლინა, კონკრეტულად ვინმეს გამოყოფა სამართლიანი არ იქნება, ზოგადად კარგი თაობა მოდის და იმედია, პროგრესს გააგრძელებენ" - აღნიშნა თემურ აფხაზავამ.
შეჯიბრება 15 წონით კატეგორიაში გაიმართა. განსაკუთრებით ქუთაისელი, სენაკელი, ხულოელი და ოზურგეთელი მოზარდების კარგი ასპარეზობაა აღსანიშნავი. მაყურებლებს ძალიან მოეწონათ ქუთაისელი ოთარ ლოლაძის, სენაკელი თემურ გოგიასა და ოზურგეთელი გიორგი თოხაძის ჭიდაობა. კარგად იასპარეზა 59კგ-ში ჯუმბერ ჩეჩელაშვილმა, რომელმაც ფინალში პირველივე ილეთზე დაიჭირა მეტოქე და წამებში სუფთა გამარჯვება მოიპოვა.
თავისი სახელობის სპეციალური თასი თეიმურაზ აფხაზავამ თავად გადასცა 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვებულ გიორგი ბუხაიძეს. მანვე ქუთაისის მერიის სპორტის სამსახურის მიერ დაწესებული თასებითა და მედლებით დააჯილდოვა გამარჯვებულები და პრიზიორები.
კვარცხლბეკი
20კგ. 1. საბა კიკაძე (თბ), 2. თორნიკე ჩხიკვაძე (სენ), 3. გიორგი რაზმაძე (ქუთ), 3. დავით ნუცუბიძე (ქუთ).
23კგ. 1. გიორგი თოხაძე (ოზურ), 2. დიმიტრი ხაჩიძე (ბორჯ), 3. აკაბ აბრამიანი (სომ), 3. რეზო კუხალაშვილი (ქუთ).
26კგ. 1. გივი ლოლაძე (ქუთ), 2. მიხეილ გვიანიძე (ქუთ), 3. ალესანდრე ზალიკიანი (ქუთ), 3. ვალერი კობახიძე (ზესტ).
29კგ. 1. ოთარ აბულაძე (ხულო), 2. გიორგი ჩხიკვაძე (სენ), 3. გია კუჭავა (ფოთი), 3. ვასილ ხაჩიძე (ბორჯ).
32კგ. 1.ლერი აბულაძე (ხულო), 2. თორნიკე ჩუბინიძე (ქუთ), 3. ირაკლი ესებუა(ქუთ), 3. გიგა ოთიაშვილი (თბ).
35კგ. 1. თემურ გოგია (სენ), 2. გიორგი ჩხაიძე (ოზურ), 3. კახა ნაცვლიშვილი (ქუთ), 3. გაგიკ აკოფიანი (სომ).
38კგ. 1. საბა ბაბილუა (სენ), 2. თორნიკე მელაძე (ხულო), 3. ომიკო შენგელია (სენ), 3. გურამ ფოცხვერაშვილი (თერჯ).
42კგ. 1. გენადი ჩიტაძე (ხულო), 2. ზურა სიმონია (სენ), 3. გიორგი მეფიშვილი (სენ), 3. გიგა ბუცხრიკიძე (თერჯ).
47კგ. 1. დათო ბაკურაძე (ოზურ), 2. არამ გევორქიანი (სომ), 3. თორნიკე ჯანელიძე (ქუთ), 3. გრიკარ სირეკანიანი (სომ).
53კგ. 1. გიორგი ბაკურაძე (ოზურ), 2. გურამ ხეცურიანი (ქუთ), 3. გოგა ტუკვაძე (ქუთ), 3. მინდია მახარაძე (ხულო).
59კგ. 1. ჯუმბერ ჩეჩელაშვილი (ქუთ), 2. ლაშა ჭოლაძე (ქუთ), 3. რამაზ კვეტენაძე (ქუთ), გიორგი გუჯაბიძე (ოზურ).
66კგ. 1. ოთარ შეყილაძე (ჭიათ), 2. გიორგი აბრამიშვილი (ქუთ), 3.საბა ბუხრიკიძე (თბ), 3. ლევან სვანიძე (თბ).
73კგ. 1. დავით გოგიძე (ქუთ), 2. ირაკლი მემანიშვილი (თერჯ), 3. გიორგი ორბელაძე (ზეს), 3. ირაკლი ბერიშვილი (სენ).
85კგ. 1. გიორგი ბუხაიძე (ქუთ), 2. ოთარ ლოლაძე (ქუთ), 3. გურამ კეთილაძე (ქუთ), 3. ბექა მაკარიძე (თერჯ).
100კგ. 1. ზვიად პატარიძე (ქუთ), 2. ჰამლეტ გუკასიანი (სომ), 3. გიორგი ირემაძე, 3. გიორგი შერვაშიძე (ორივე - ქუთ).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"