- ამ პირველ სერიოზულ მიღწევამდე, ყველაზე კარგი შედეგი რა გქონდა?
- შარშან საქართველოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებში მესამე ადგილი დავიკავე.
- გაგიჭირდა ოქროს მედლის მოპოვება?
- საკმაოდ ძლიერი მოწინაღმდეგეები მყავდა, მაგრამ კარგად ვიყავი მომზადებული. ფინალში აჭარის წარმომადგენელს, გიზო მელაძეს ვეჭიდავე და ღვთის წყალობით გავიმარჯვე.
- ახალგაზრდულ ნაკრებში დამკვიდრების კარგი შანსი გეძლევა. ნაკრებთან ერთად სად იასპარეზებ?
- შეკრებების შემდეგ კი
- სპორტში პირველ ნაბიჯებზე რას გვეტყვი?
- ვარჯიში ქუთაისში, "ავანგარდის" სპორტსკოლაში ხვიჩა გოგიტაძესთან ხუთი წლისამ დავიწყე, ის დღესაც ჩემი პირადი მწვრთნელია. რასაც მივაღწიე, მისი დამსახურებაცაა.
- ვინაა შენთვის სამაგალითო?
- საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და ათენის ოლიმპიური თამაშების მონაწილე ლაშა გოგიტაძე. მის გვერდით გავიზარდე, ჩემი უფროსი მეგობარია, ვცდილობ, ჭიდაობის სტილითაც მას მივბაძო.
- მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონობაზე თუ გიფიქრია?
- ეს ყველა სპორტსმენის ოცნებაა და მეც როგორ არ მიფიქრია. თუმცა, ასეთ წარმატებას რომ მიაღწიო უდიდეს შრომასთან ერთად იღბალიც საჭიროა. რაც ჩემზეა დამოკიდებული ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჯერ ახალგაზრდებში, შემდეგ კი დიდებში ქვეყანას წარმატებები მოვუტანო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"