მსოფლიოს ორგზის ვერცხლისმედალოსანი და ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი ცხადაია ისედაც გამართლებული იყო, რადგან ამ წონაში რუსეთი და აზერბაიჯანი უსაგზუროდ დარჩნენ, ლონდონში კი ის ირანელი საეიდ მოურად აბდვალიც ბადის მეორე მხარესაა, ვისთანაც შარშან სტამბულში მსოფლიოს ფინალი წააგო.
თუმცა ოლიმპიადაზე ის იმ ტურნირიდან ნაცნობ მეტოქეებში იტრიალებს. მაგალითად, პირველ შეხვედრას მერვედფინალში იმ შვეიცარიელ პასკალ სტრებელთან გამართავს, ვისაც შარშან თურქეთში მეორე წრეში მოუგო.
მასთან
ამ ორი ბარიერის წარმატებით გავლის შემთხვევაში ნახევარფინალშიც გავა, სადაც ოთხი სავარაუდო მეტოქიდან ორი შარშანდელი ნაცნობია - უნგრელ ევროპის ჩემპიონ ტომაშ ლორინცის წინასწარ ეტაპზე მოუგო, ამერიკელი იუსტინ ლესტერი კი ნახევარფინალში დაამარცხა (სამაგიეროდ, მასთან წლეულს ამერიკაში "ქერბის თასზე" წააგო).
ძლიერი და ტიტულოვანი არც დანარჩენი ორია - გერმანელი ფრენკ სტაბლერი, რომელიც თავიდან უნგრელს ხვდება და იაპონელი ტსუტომუ ფუჯიმურა - ეს პირველად ამერიკელს ეჭიდავება. დაგვეთანხმებით, ჩამოთვლილთაგან არცერთია ისეთი, ცხადაიას მისი დამარცხება გაუჭირდეს. გააჩნია, თვითონ როგორი განწყობით შეხვდება შეჯიბრებას.
* * *
ევროპის პრიზიორი სოსო ჯაბიძე პირველ წრეში ისვენებს და ალბანეთიდან ბულგარეთში გადასულ მსოფლიოს ჩემპიონ ელის გურისა და რუმინელ ალინ ალექსუს-კიურარიუს შორის მოგებულის გამოვლენას დაელოდება.
მეოთხედფინალამდე მის სავარაუდო მეტოქეთა შორის არიან ბელარუსი მსოფლიოსა და ევროპის ვერცხლისმედალოსანი ტსიმაფეი დზეინიჩენკა და ეგვიპტელი მსოფლიოს ჩემპიონი მოჰამედ აბდ ელ ფატაჰი, ნახევარფინალისა - რუსი მსოფლიოს პრიზიორი როსტომ ტოტროვი, აზერბაიჯანელთა ქართველი ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი შალვა გადაბაძე და შვედი მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის მედალოსანი ჯიმი ლიდბერგი.
იმის მიუხედავად, რომ ბელარუსი და ეგვიპტელი, რუსი და აზერბაიჯანელთა ქართველი პირველ წრეში ერთმანეთს ხვდებიან, ანუ მათგან ორი ჯაბიძეს ვერანაირად ვერ შეხვდება, ამაზე უარესს ძნელად თუ ინატრებდა კაცი!
შეჯიბრებები "ექსელ-ცენტრში" 7 აგვისტოსაც, ტრადიციულად, თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება, თუმცა ჩვენებურები საჭიდაოდ ოდნავ გვიან - 16:43-ზე გავლენ.
ორი განსხვავებული ხვედრი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ადმინი: ყურადღებით გაეცანით