ოლეგ კარავაევის მემორიალზე ვერცხლი გვარგუნეს

AutoSharing Option
ჩვენმა ბერძენ-რომაელებმა მინსკში გუშინ გამართულ ოლეგ კარავაევის მემორიალზე ფინალური შეხვედრა დათმეს მასპინძელთა პირველ ნაკრებთან და მეორე ადგილს დასჯერდნენ.

ფინალში წაგება საწყენია, მაგრამ ჩვენებმა მანამდე ნამდვილად იყოჩაღეს. ისინი უფრო ძლიერ ქვეჯგუფში მოხვდნენ, თუმცა სიძნელეებს არ შეუშინდნენ - რუსებს 4:3, ამერიკელებს - 6:1, უკრაინელებს - 5:2 მოუგეს. ფინალში გასასვლელ შეხვედრაში კი სულაც უდანაკარგოდ აჯობეს მასპინძელთა მეორე გუნდს - 7:0. ცხადია, ამათგან ყველაზე გამოსარჩევი რუსებთან მოგებაა, რადგან ისინი სიძლიერით ყველას აღემატებოდნენ. თან, როგორც მინსკიდან ჩვენი ნაკრების ხელმძღვანელობამ გვაცნობა, შემადგენლობაც საბრძოლო ჰყოლიათ. 

ფინალში ბელარუსთა
პირველი გუნდთან ჩვენებმა საწყისი ორი შეხვედრა მოიგეს - ლაშა გოგიტაძემ (55) და რევაზ ლაშხმა (60). სამწუხაროდ, დანარჩენთაგან მხოლოდ ვლადიმერ გეგეშიძემ (84) იმარჯვა და 3:4 დავმარცხდით.

მოვლენათა ასეთ განვითარებას ჩვენები უფრო მსაჯებს მიაწერენ. იქნებ, მართლაც ასე იყო - გამარჯვებული 60 ათას დოლარს იღებდა. თან ამ თანხას მთლიანად ბელარუსის ფედერაცია იხდიდა და რა გასაკვირია, სხვისთვის არ გაეტანებინათ.


მკითხველის კომენტარები / 1 /
არაუშავს, არასრული შემადგენლობით ვიყავით და რუსების ძლევა უკვე შედეგია
intereli
15:06 27-11-2010
0

სიახლეები პოპულარული