ბ/რ ჭიდაობა: საქართველოს ნაკრები "ევროპის ერთა თასზე" ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
19 ნოემბერს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე "ევროპის ერთა თასზე", საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე დამარცხდა და ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს.

ქართველმა მოჭიდავეებმა B ჯგუფში პირველი დაპირისპირება ბულგარეთის ნაკრებთან ანგარიშით 5-3 მოიგეს, მომდევნო შეხვედრა რუსებთან კი 1-6 დათმეს.

ტურნირზე ფინალური შეხვედრები 18:30 სთ-იდან დაიწყება. გულშემატკივრებს ტურნირისთვის თვალის მიდევნება ამ ბმულზე შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ წინა დღეს "ევროპის ერთა თასზე" თავისუფალ ჭიდაობაში გამარჯვება საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა იზეიმა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში რუსეთი დაამარცხა.
- საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა "ევროპის
ერთა თასი" მოიგო [VIDEO]


საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა:
59 კგ - ირაკლი შავაძე
66 კგ - შმაგი ბოლქვაძე
71 კგ - მინდია წულუკიძე
75 კგ - გიორგი დათუნაშვილი, გელა ბოლქვაძე
80 კგ - ზურაბ დათუნაშვილი, ნიკოლოზ კელასოვი
85 კგ - რობერტ კობლიაშვილი (85)
98 კგ - კუკური კირცხალია
130 კგ - იაკობ ქაჯაია (130).

მწვრთნელები: აკაკი ჩაჩუა და ჯემალ ბაკურიძე.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვერაფერსაც ვერ იბრძოლებს, წააგეს რუმინეთთან
გრიშა
21:52 19-11-2016
0

სიახლეები პოპულარული