ზონალური პირველობა

AutoSharing Option
გორში, გურამ პაპიტაშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზში გაიმართა ზონალური პირველობა ქართულ ჭიდაობაში 1992-1994 წწ დაბადებულთა შორის. შეჯიბრებაში შიდა ქართლის და მცხეთა- მთიანეთის რეგიონების ფალავნები მონაწილეობდნენ. საუკეთესონი საქართველოს პირველობაზე იასპარეზებენ, რომელიც აპრილში თბილისში ჩატარდება.

როგორც მოსალოდნელი იყო გამორჩეულად გორელმა ფალავნებმა იჭიდავეს და შვიდიდან ხუთი ჩემპიონიც სწორედ ამ ქალაქის ჭიდაობის სკოლებიდან არიან. თითო ჩემპიონი ჰყავთ კასპს და ქარელს.

გამარჯვებულები: მინდია ღოლიჯაშვილი (55 კგ, გორი), ზაზა სიმონიშვილი (60, ქარელი), თორნიკე მინდიაშვილი(65), ვანო თოთლაძე(70), აკაკი ზაალიშვილი (75), უშანგი გასიტაშვილი ((90, ყველა - გორი), გიორგი დეისაძე
(მძიმე, კასპი).

მკითხველის კომენტარები / 1 /
იცინის როსიცკი, კვდება სიცილით.
ბოსლევი
21:29 19-11-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული