ევროპის ჩემპიონატი. I დღე: ნინო ოძელაშვილის ოქრო და ქართული ცეკვა [VIDEO]

AutoSharing Option
19 მაისს, ბელორუსის დედაქალაქ მინკსის სპორტის სასახლეში დაწყებულ სამბისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გუნდმა სამი მედალი მოიპოვა – თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო.

ოქროს მედალი მოიპოვა ნინო ოძელაშვილმა (72 კგ), რომელმაც შარშან მოპოვებული ევროპის ჩემპიონობა შეინარჩუნა. წელსაც მხოლოდ ფინალი დათმო და ვერცხლს დასჯერდა პაატა ღვინიაშვილი (90), ხოლო ლევან ბერბერაშვილმა (52) ბრინჯაო დაისაკუთრა.

ნინომ გადამწყვეტ შეხევდრაში რუსი ირინა ალექსეევას სძლია, შემდეგ კი, ტრადიციულად, წარმატება ქართული ცეკვით აღნიშნა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ევროპის ჩემპიონატი. I დღე: ნინო ოძელაშვილის ოქრო და ქართული ცეკვა [VIDEO]" width="297" height="133" />

შეგახსენებთ, რომ ნინო პირველი ქართველი ქალია ყველა საჭიდაო სახეობაში, ვინც უფროსებში ევროპის ჩემპიონი გახდა.

დღეს მინსკში მედლები ქალთა შორის 48, 60 და 72 კგ-მდე წონით კატეგორიებში, ვაჟებში კი 52, 68 და 90 კგ-მდე წონებში გათამაშდა. ტურნირზე დარჩენილ წონებში ასპარეზობა 20 და 21 მაისს გაიმართება.

იხილეთ ინგლისური ვერსია
მკითხველის კომენტარები / 15 /
მერე ნინო ბადურასჰვილს ვინ გაასჰუქებს ,,გაგიჯდებიან დედუცი და ბაბულიკააა,,
aburjigas
20 მაისი 2017 20:58
0
ხალხო საქართველოში უკვე მე-4 დღეა მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი უშუ-ში თბილისში, ახალ ოლიმპიურ სასახლეში უნივერსიტეტის მაღლივის მახლობლად რომ არის აი იქ. 28 ქვეყნის 800 მონაწილეა ჩამოსული. მინისტრმა გახსნა. დიდი ზეიმია, ქართველებს უკვე ჩემპიონებიც გვყვანან! უკვე მთავრდება. არ უნდა გააშუქოთ, პატარა სტატია მაინც არ ეკუთვნით?! ვაი თქვენს ჟურნალისტობას რა ვუთხარი!
aburjga
20 მაისი 2017 15:00
0
გენაცვალე ნინო! გილოცავ!
soxumeli
20 მაისი 2017 12:26
0
შენი აზრით ყველა გოგომ ჩოხები უნდა ჩაიცვას, საჭიდაო "ბარცოვკები" ჩაიცვას და ტატამზე გავარდეს? ნინოს ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ მოჭიდავე და შტანგისტი ქალი.....რა ვიცი აბა.
bajo-ს
20 მაისი 2017 11:57
0
თანამედროვე ანა ბაჯი და გოგოების არსენა .გილოცავ ნინო ამ დიდ წარმატებას.გულით გამახარე.ძიუდოშიც იგივეს გისურვებ.
სოსო
20 მაისი 2017 11:17
0
გენაცვალე ნინი, გამარჯვებებით გევლოს ცხოვრებაში. გაიხარე.
kaxa
20 მაისი 2017 11:11
0
მაგარი გოგო ხარ, ყოჩაღ !!!
Felisio
20 მაისი 2017 10:50
0
ძალიან გამიხარდა.გილოცავ და წარმატებები, ყოჩაღ.
კახა ქირია
20 მაისი 2017 10:43
0
წარმატებები, შენ გვარს ამართლებ
ss
20 მაისი 2017 09:56
0
გილოცავ ნინიკო! მადლობა რომ გვასახელებ! წარმატებები მუდამ...
შოთა
20 მაისი 2017 09:07
0

სიახლეები პოპულარული