სამბოს დედოფალი ნანი კირკიტაძე

AutoSharing Option
სამბოსა და ძიუდოს მწვრთნელი ქალბატონი ნანი კირკიტაძე 12 წელიწადია, ბათუმში მუშაობს და მოჭიდავეებს ზრდის. თვითონ მძლეოსანი იყო და არასდროს უჭიდავია... ჭიდაობის სიყვარულმა გახადა ფალავანთა დამრიგებელი.

წლეულს ნანის აღსაზრდელებმა ირინე ლეონიძემ (80კგ) და შორენა შარაძემ (64კგ) მოსკოვში ევროპის ჩემპიონატზე სამბოში შესაბამისად ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ქალბატონ ნანი კირკიტაძეს 2012 წლის 29 აგვისტოს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიანიჭა ჭიდაობა სამბოში.

ანაბაჯის სამშობლოში ნანი კირკიტაძე პირველი ქართველი ქალია, რომელიც დამსახურებული მწვრთნელის წოდებას ფლობს ჭიდაობის ერთ-ერთ სახეობაში.

გაბრიელ ბარჯაძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარია
Vanessa
15:24 25-07-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული