პირველად სამბოს ისტორიაში: FIAS-ის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ ქართველი აირჩიეს

AutoSharing Option
სანკტ-პეტერბურგში სამბოს საერთაშორისო ფედერაციის (FIAS) 25-ე საიუბილეო საარჩევნო კონგრესს 96 ნაციონალური ფედერაციის 207 დელეგატი დაესწრო.

FIAS-ის კონგრესმა ვასილი შესტაკოვი პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია.

კონგრესისადმი ინტერესი იმანაც გაზარდა, რომ ამ არჩევნებს წინ FIAS-ის გარშემო არაერთი სკანდალი უძღვოდა.

სანკტ-პეტერბურგში საერთაშორისო ფედერაციის მეამბოხე წევრებს: მიხეილ შულცს, დავით რუდმანს, ნიკალაი ლენცს და ფალიდინ პულატოვს FIAS-ის აღმასრულებელ კომიტეტში შეუწყდათ უფლებამოსილება.

ხუთივე კონტინენტის სამბოს ოჯახის წევრებმა ნიკარაგუას, სეიშელის კუნძულების, სინგაპურის, გვატემალას, ტრინადას, სალვადორისა და ტობაგოს FIAS-ის წევრებად მიღებას მხარი დაუჭირეს.

კონგრესმა წარმოადგინა ს
ამბოს უახლოესი კალენდარი, სპორტის ამ სახეობის განვითარებისა და ოლიმპიურ თამაშებში გაწევრიანების პერსპექტივა.

სხვა საინტერესო საკითხებიც განიხილეს, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე კარგი საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, კონგრესის დელეგატის, სოსო ლიპარტელიანის სამბოს უმაღლეს ორგანოში - FIAS-ის შემადგენლობაში არჩევა იყო.

სამბოს არსებობის 75 წლის განმავლობაში საქართველოდან იქ არავის უმოღვაწია...

საქართველოს სამბოს თავკაცი 25-ე კონგრესზე სამბოს საერთაშორისო ფედერაციის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. მისი მოადგილეები კოლუმბიისა და მონღოლეთის სამბოს პრეზიდენტები არიან.

ცოტა რამ სოსო ლიპარტელიანზე: დაიბადა 1971 წლის 3 თებერვალს ლენტეხის რაიონის სოფელ ხოფურში.

ოლიმპიური თამაშებისა და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი - ძიუდოში, მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი - სამბოში. იყო საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების უფროსი მწვრთნელი, ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, 2012 წლის 30 მარტიდან კი სათავეში უდგას საქართველოს სამბოს ფედერაციას.

გაბრიელ ჯაბრიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული