ქართველი ქალი სამბოში ევროპის ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა

AutoSharing Option
საქართველოს სამბოს ნაკრებმა ყაზანის ევროპის ჩემპიონატზე 12 მედალი მოიპოვა.

ქართველი სამბისტების ანგარიშზე 4 ოქრო, 4 ვერცხლი და 4 ბრინჯაოს მედალია. აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონი გოგონებს შორის ისტორიაში პირველი ქართველი გახდა -  ნინო ოძელაშვილმა (72) პირველობა არავის დაუთმო. ასევე ჩემპიონის ტიტული ვახტანგ ჩიდრაშვილმა (57), ნიკო კუციამ (82) და ბექა ბერძენიშვილმა (+100) მოიპოვეს.

ვეცხლის მედლების მფლობელები მინდია ლილუაშვილი (68), პაატა ღვინიაშვილი (90), ირინა ლეონიძე (80) და ელენე ქებაძე (+80) გახდნენ. ბრინჯაოს მედლებს კი გივი ნა
დარეიშვილი (52), დავით ლორიაშვილი (100), სალომე აბაშიძე (56) და თეონა სუხიტაშვილი (68) დასჯერდნენ.

მთავარი მწვრთნელის, ჯონდო მუზაშვილის ხელმძღვანელობით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო 15 სპორტსმენით წარდგა, საიდანაც 6 გოგონა იყო.

იხილეთ ინფორმაციის ინგლისური ვერსია
მკითხველის კომენტარები / 4 /
ნინო მაგარი გოგო ხარ!!! არმატბეები!!!
gurami
15:21 16-05-2016
0
ძიუდოისტი უფროა, ვიდრე სამბისტი :დ ...წარუმატებლად დასრულდა ძუდოში მისი ყველა გამოსვლა
akaki getia
13:55 16-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული