ნაგოიაში კიდევ ერთი ქართული მაკეკოში (უარყოფითი ბალანსი) დაფიქსირდა - ელიტის დებიუტანტმა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-8 ორთაბრძოლა წააგო და უარყოფით ბალანსს დარჩენილ ორ დღეში ვეღარ გამოასწორებს. 202-კილოგრამიანი გაგამარუ იოშიკაძემ ცაციათი შესრულებული სუკუინაგეთი დააგდო. არადა, სწორედ მარცხენა ხელზე გაიკეთა ოპერაცია ტურნირის წინ იაპონელმა. ასე რომ, გაგამარუს დებიუტი წარუმატებელი გამოდგა. კიდევ კარგი, გაგამარუ აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირაა და გავარდნა არ ემუქრება. დღეს ქართველი "რობოტ პოლიციელ" ტაკამისაკარის (8-5) შეერკინება. იაპონელთა უსაყვარლეს რიკიშის გაგამარუ კარიერაში პირველად შეხვდება.
ელიტაში მე-100 გამარჯვება მოიპოვა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე), რომელმაც მონღოლი
კოკაი (ლევან ცაგურია) კარგად ასპარეზობს, გუშინ მან მონღოლ ტოკუსეგავას გვერდში ზუსტი დარტყმა მიაყენა, რის შემდეგაც მეტოქემ თავი ვეღარ შეიმაგრა — 7-6 და "შავ ზღვას" მორიგი გამარჯვება კაჩიკოშის (დადებითი ბალანსი) დაუბევებს. ქართული სუმოს პიონერს კაჩიკოშის მიღწევა დღესვე შეუძლია, თუკი "პატარა ტანკ" ტაკეკაძეს (6-7) დაამარცხებს. ისე, ტაკეკაძე მისთვის მეტად უხერხული მეტოქეა - 4:9 ურთიერთშეხვედრებში.
გუშინ იოკოძუნა ჰაკუჰომ ზედიზედ 45-ე გამარჯვება იზეიმა, თუმცა ტურნირის მოგება ორი დღით ადრე მაინც ვერ დაიბევა. თავისი ბრძოლა მოიგო მე-13 მაეგაშირა ჰომაშომ (11-2) და ჩემპიონობის თეორიული შანსი შეინარჩუნა. დიდი მონღოლის მეტოქე პირველი ევროპელი ოძეკი კოტოოშუ იყო, ბულგარელმა გოლიათმა სამჯერ სცადა შიტატეს ილეთის განხორციელება, მაგრამ დიდმა ჩემპიონმა სამჯერვე დაიცვა თავი. როცა ბალკანელს ძალა გამოელია, ჰაკუჰომ უვატენაგე განახორციელა. ჰაკუჰომ ლეგენდარული იოკოძუნას, კაიჰოს შედეგი გაიმეორა (ზედიზედ 45 გამარჯვება). ახლა ულანბატორელ მიონხბატ დავააჯარგალს ჩიონოფუჯის რეკორდი აქვს დასამხობი (53 გამარჯვება), თუმცა არც ეს არის რეკორდი სუმოში - იოკოძუნა ფუტაბაიამამ 1936-1939 წლებში ზედიზედ 69 ორთაბრძოლა მოიგო. ძურიოს დივიზიონის გამარჯვებული უკვე ცნობილია - მე-3 ნომერმა მასაცუკასამ 12-1 ბალანსი დააგროვა და კონკურენტთათვის მიუწვდომელი გახდა, თან ელიტის საგზურიც მოიპოვა.
ივლისის ბაშო. 11-25 ივლისი. ნაგოია (იაპონია)
XIII დღე: ჰაკუჰო-კოტოოშუ (უვატენაგე), ჰარუმაფუჯი-ბარუტო (ოკურიდაში), ჰომაშო-კისენოსატო (ოშიდაში), კოტოშოგიკუ-ჰაკუბა (იორიკირი), ტოჩინოშინი-ტოკიტენკუ (უვატენაგე), არანი-ტოჩიოძანი (ჰატაკიკომი), ასასეკირიუ-კაკიძოე (კოტენაგე), კიტატაიკი-ამინიშიკი (უბრძოლველად), კაკურიუ-კიოკუტენჰო (იორიკირი), ვაკანოსატო-მოკონამი (იორიკირი), კოკაი-ტოკუსეგავა (ცუკიოტოში), იოშიკაძე-გაგამარუ (სუკუინაგე), ჰოკუტორიკი-შიმოტორი (ჰატაკიკომი), ტოსაიუტაკა-შოტენრო (იორიკირი), ტაკეკაძე-ტამაასუკა (სუსოჰარაი), კიმურაიამა-ტაკამისაკარი (ოშიდაში), მასაცუკასა-ტამავაში (იორიკირი), ბუშუიამა-კოტოკასუგა (იორიკირი).
სატურნირო მდგომარეობა
13-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
11-2: ჰომაშო (მაეგაშირა 13).
10-3: კაკურიუ (მ 6).
9-4: კოტოოშუ (ოძეკი), ჰარუმაფუჯი (ოძეკი), არანი (მ 2)... 7-6: კოკაი (მ 12)... 5-8: გაგამარუ (მ 12)... 4-9: ტოჩინოშინი (კომუსუბი).
XIV დღე: ტოჩინოშინი-იოშიკაძე, გაგამარუ-ტაკამისაკარი, კოკაი-ტაკეკაძე.