29 წლის ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) მაისის ბაშოზე 12-3 ბალანსით მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ იმპერატორის თასის მფლობელ ჰაკუჰოს (15-0) ჩამორჩა. ლევანს დაუფასდა ეს და მე-10 მაეგაშირობიდან მეორე ნომრობამდე დააწინაურეს.
მაღალ წოდებებში ერთი ცვლილებაა 24 წლის მიტაკეუმი სეკივაკე გახდა. ივლისის ბაშო 9-23 რიცხვებში გაიმართება ქალაქ ნაგოიაში.