ზედიზედ 6 გამარჯვების შემდეგ ტოჩინოშინს მეტოქედ სენიაკუს რანგის სუმოისტი დაუნიშნეს. მონღოლმა კაკურიუმ ქართველი ოშიდაშით დაამარცხა და ამით ჩემპიონობის თეორიული შანსი შეინარჩუნა. ასეთი შანსი (ოდნავ უკეთესიც) ტოჩინოშინსაც აქვს, თუმცა დიდი მონღოლი ჰაკუჰო არაფრის დამთმობი არ ჩანს - ის უკვე 12-0 ბალანსით იწონებს თავს, მას შემდეგ, რაც ოსი არანი წააქცია. როგორც ჩანს, ჰაკუჰოს
დღეს ტოჩინოშინი ბარუტოს შეხვდება, მისთვის ერთობ უხერხულ მეტოქეს - წარმოიდგინეთ, მათი შვიდივე დაპირისპირება ესტონელის გამარჯვებით დასრულდა.
24 წლის გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) გააფთრებით იბრძვის დადებითი ბალანსის მისაღწევად. ახლა მან საამისოდ დარჩენილი ორთაბრძოლები უნდა მოიგოს. გუშინ გაგამარუმ მონღოლ ასასეკირიუს იორიკირით აჯობა. 5-7 ბალანსის მქონე ქართველს დღეს მე-8 მაეგაშირა შოტენრო გაეჯიბრება. მონღოლთან ჩვენებურს უარყოფითი ბალანსი აქვს - 2:3. ძურიოს დივიზიონში მე-4 გამარჯვება მოიპოვა კოკაიმ (ლევან ცაგურია).
XII დღე
მაკუუჩი: ჰაკუჰო-არანი (უვატენაგე), ჰარუმაფუჯი-კოტოშოგიკუ (ცუკიოტოში), ბარუტო-კაიო (იორიკირი), კისენოსატო-ოკინოუმი (იორიკირი), ტოიონოშიმა-ტოჩიოძანი (ჰიკიოტოში), კაკურიუ-ტოჩინოშინი (ოშიდაში), გოეიდო-კაისეი (შიტატეჰინერი), კიტატაიკი-ჰომაშო (ოშიდაში), ამინიშიკი-იოშიკაძე (ოშიტაოში), კიოკუტენჰო-ტაკეკაძე (კიმეტაოში), ტოჩინოვაკა-ვაკანოსატო (ოშიდაში), მიაბიამა-ტამავაში (უვატენაგე), ტოკიტენკუ-შოტენრო (ნიმაიგერი), გაგამარუ-ასასეკირიუ (იორიკირი), ტოსაიუტაკა-ტოიოჰიბიკი (სუკუინაგე), ვაკაკოიუ-კიმურაიამა (კატასუკაში), დაიდო-ტოჩინონადა (ოშიდაში), ტაკამისაკარი-აკისეიამა (იორიკირი); ძურიო: კოკაი-ჰოჩიამა (ცუკიოტოში).
სატურნირო მდგომარეობა
12-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
10-2: ბარუტო (ოძეკი), ტოჩინოშინი (მაეგაშირა 6), კაისეი (მ 16).
9-3: კაკურიუ (კომუსუბი), ტოსაიუტაკა (მ 9).
8-4: კოტოშოგიკუ (სეკივაკე), გოეიდო (მ 1).
... 5-7: გაგამარუ (მ 14).
XIII დღე
მნიშვნელოვანი ბრძოლები - მაკუუჩი: ჰაკუჰო-ჰარუმაფუჯი, კაიო-არანი, ბარუტო-ტოჩინოშინი, კოტოშოგიკუ-კისენოსატო, კაკურიუ-კაისეი, ტოიონოშიმა-ამინიშიკი, იოშიკაძე-გოეიდო, ჰომაშო-ტოჩიოძანი, კიტატაიკი-ვაკანოსატო, გაგამარუ-შოტენრო; ძურიო: კოკაი-მასუნოიამა.