ტოჩინოშინი: რეკორდი, ვიცე-ჩემპიონობა, მებრძოლი სული და დაბრუნებული კომუსუბის ტიტული

AutoSharing Option
ქართველი ბაშოს მოგებასთან ასე ახლოს არ ყოფილა - საკმარისი იყო მე-6 მაეგაშირა ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე) ასპარეზობის ბოლო დღეს ემარჯვა, რომ ის დიდ მონღოლ ჰაკუჰოსთან საჩემპიონო პლეი ოფის საგზურს მოიპოვებდა, მაგრამ ჩვენებური დამარცხდა და 12-3 ბალანსით ვიცე-ჩემპიონობა (ჯუნ-იუშო) და მებრძოლი სულის პრიზი (კანტო-შო) იკმარა.

ტოჩინოშინმა 2009 წლის ბაშოს მიღწევა გაიმეორა თავის პრიზებიანად, თუმცა ახლა უფრო მეტს მიაღწევს - თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია თქვათ, რომ მან კომუსუბის ტიტული დაიბრუნა!

თხრობა რომ არ გაგვიგრძელდეს, ვიტყვით, რომ შაბათს ქართველმა სეკივაკე კოტოშოგიკუ დაამარცხა იორიკირის ილეთით, მაგრამ
მოიგო ჰაკუჰომაც. ბოლო დღეს მან მონღოლი ოძეკი ჰარუმაფუჯი შეხვდა. ტოჩინოშინმა წააგო, არადა, მას დიდებულ საჩუქარს უმზდებდა ჰაკუჰო, დიდმა ჩემპიონმაც მარცხი იგემა და ბაშო 13-2 ბალანსით მოიგო კარიერაში მე-19-ჯერ. ტოჩინოშინი და კომუსუბი კაკურიუ ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.

სპორტული გმირობა - ასე შეგვიძლია დავახასიათოთ გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) ასპარეზობა ბოლო დღეებში. გავარდნის პირას მყოფმა ქართველმა ბოლოს ზედიზედ 4 ორთაბრძოლა მოიგო და ბაშო დადებითი ბალანსით დაასრულა - 8-7. ახლა ის რეიტინგში წინ წაიწევს დაქვეითების ნაცვლად. აი, კოკაიმ (ლევან ცაგურია) კი ვერაფრით გაგვახარა, ძურიოს დივიზიონი 5-10 ბალანსით დაასრულა.

ჩვენებურთაგან ვის რა პერსპექტივა აქვთ ახალ რეიტინგში, უახლოეს ხანებში გაგაცნობთ.

XIV დღე
მაკუუჩი: ჰაკუჰო-ბარუტო (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-ტაკეკაძე (იორიკირი), კისენოსატო-კაიო (იორიკირი), ტოჩინოშინი-კოტოშოგიკუ (იორიკირი), ტოიონოშიმა-ოკინოუმი (სუკუინაგე), კაკურიუ-ტოსაიუტაკა (ცუკიდაში), გოეიდო-ვაკაკოიუ (ცუკიოტოში), ტოიოჰიბიკი-ტოჩიოძანი (ოშიდაში), შოტენრო-ჰომაშო (ოდაში), ამინიშიკი-კაისეი (კატასუკაში), არანი-კიტატაიკი (ცუკიოტოში), ვაკანოსატო-ტოკიტენკუ (ოშიდაში), ტამავაში-ტოჩინონადა (ოშიდაში), იოშიკაძე-კიმურაიამა (იორიკირი), კიოკუტენჰო-ტოჩინოვაკა (იორიკირი), ტაკამისაკარი-ასასეკირიუ (კირიკაეში), გაგამარუ-დაიდო (ოკურიტაოში), მიაბიამა-ტაკაიასუ (ცუკიოტოში); ძურიო: ცურუგიდაკე-კოკაი (ოშიდაში).

ბოლო დღე
მაკუუჩი: კაიო-ჰომაშო (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ბარუტო (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-ტოჩინოშინი (იორიკირი), კისენოსატო-ტაკეკაძე (ოშიდაში), კაკურიუ-ოკინოუმი (იორიკირი), იოშიკაძე-ტოიონოშიმა (იორიკირი), გოეიდო-ტოსაიუტაკა (იორიკირი), ჰომაშო-ამინიშიკი (ოშიდაში), ტოჩიოძანი-ვაკანოსატო (იორიკირი), ტოჩინოვაკა-კიტატაიკი (ოშიდაში), არანი-შოტენრო (ცურიდაში), ტამავაში-კიმურაიამა (ოშიდაში), მიაბიამა-კიოკუტენჰო (უვატენაგე), ასასეკირიუ-კაისეი (იორიკირი), გაგამარუ-ვაკაკოიუ (ოშიტაოში), ტოკიტენკუ-ტოიოჰიბიკი (იორიკირი), ტოჩინონადა-ბუშუიამა (იორიკირი), ტაკამისაკარი-ტამანოშიმა (იორიკირი); ძურიო: საგაცუკასა-კოკაი (ცუკიოტოში).

საბოლოო მდგომარეობა
13-2: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
12-3: კაკურიუ (კომუსუბი), ტოჩინოშინი (მაეგაშირა 6).
11-4: გოეიდო (მ 1).
10-5: ბარუტო (ოძეკი),ჰარუმაფუჯი (ოძეკი), კოტოშოგიკუ (სეკივაკე), ტოსაიუტაკა (მ 9), კაისეი (მ 16).
... 8-7: გაგამარუ (მ 14).
ჩემპიონი: ჰაკუჰო (მე-19)
ბრწყინვალე ასპარეზობა: არავინ
მებრძოლი სული: ტოჩინოშინი (მე-3), კაისეი (1-ელი)
ტექნიკური რიკიში: კაკურიუ (მე-6), გოეიდო (მე-2)
ძურიოს ჩემპიონი: საგაცუკასა (1-ელი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული