ტოჩინოშინი დიდი ჩემპიონის წინააღმდეგ

AutoSharing Option
10 ივლისს ნაგოიაში, აიჩის პრეფექტურის გიმნაზიუმში ივლისის ბაშო იწყება. ტრადიციულად, პარასკევს გაირკვა პირველი ორი დღის წყვილების ვინაობა.

დასავლეთის კომუსუბი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) პირდაპირ ურთულეს ამოცანას შეეჭიდება - დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს დაეჭიდება. ტოჩინოშინი მეცხრედ ხვდება იოკოძუნას, ჯერჯერობით ყველა წინა ცდა წარუმატებლად დასრულდა, გამარჯვება ყოველთვის დიდ მონღოლს რჩებოდა.

დასავლეთის მე-7 მაეგაშირა გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) პირველ დღეს აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა ტოკიტენკუს ხვდება. გაგამარუს ტოკიტენკუსთან 1:2 აქვს ურთიერთშეხვედრებში. ძურიოს დივიზიონის პირველ დღეს დივიზიონის მე-4 ნომერი კოკაი (ლევან ცაგურია) აოიამას ხდება. უმაღლესი დივიზიონის მეორე დღის
ბრძოლებში ქართველთა შეხვედრები: ტოჩინოშინი-ჰარუმაფუჯი, გაგამარუ-არანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული