მონღოლური დებიუტი წავაგეთ

AutoSharing Option
23 წლის ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ნაგოიას ბაშოს პირველ დღეს დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს ხვდებოდა. ეს მისი მეცხრე ცდა იყო, როგორმე დაემარცხებინა იოკოძუნა, თუმცა ორთაბრძოლა ისევე დასრულდა, როგორც მისი წინამორბედი 8 - მონღოლს სამი წამიც არ დასჭირვებია ქართველის დოჰიოს რკალს მიღმა გასაყვანად.

დღის კიდევ ერთი ქართულ-მონღოლური დაპირისპირება დასრულდა აზიელის გამარჯვებით - მე-9 მაეგაშირა ტოკიტენკუმ ჩინებული მოგვერდით დააგდო თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ). მოკლედ, ელიტის ორივე ჩვენებურმა ბაშო მარცხით გახსნა.

დღეს ტოჩინოშინი კიდევ ერთ მონღოლს შეხვდება - ის ჩემპიონი ჰარუმაფუჯია. ქართველი მეათედ შეხვდება მას, ჯერჯერობით
უფრო ტიტულოვან მეტოქეს მცირე უპირატესობა აქვს - 5:4. გაგამარუს მეტოქე ოსი არანია, რომელსაც კარიერაში პირველად უპირისპირდება. ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე ლევან ცაგურიამ (კოკაი) ბაშო მოგებით დაიწყო - ხერხით აჯობა აოიამას. "შავი ზღვა", რომელიც ძურიოს მე-4 ნომერია და ელიტაში დაბრუნების კარგი შანსი აქვს, დღეს მაცუტანის შეხვდება.
ნაგოიას ბაშო ორმა ფავორიტმა დაიწყო ცუდად - წააგეს ჩემპიონმა კაიომ და სეკივაკე კოტოშოგიკუმ. სხვა მხრივ, ყველა შეხვედრა ლოგიკურად დასრულდა.

I დღე: ჰაკუჰო-ტოჩინოშინი (იორიკირი), ბარუტო-გოეიდო (ცურიდაში), ჰარუმაფუჯი-ტოსაიუტაკა (იორიკირი), იოშიკაძე-კაიო (ოკურიდაში), კოტოოშუ-კიოკუტენჰო (იორიკირი), ტოიონოშიმა-კოტოშოგიკუ (იორიკირი), კისენოსატო-ვაკაკოიუ (ოშიდაში), კაკურიუ-ამინიშიკი (იორიკირი), ოკინოუმი-ტაკეკაძე (სუკუინაგე), კაისეი-ვაკანოსატო (იორიკირი), არანი-ტამავაში (ჰატაკიკომი), ტოკიტენკუ-გაგამარუ (უვატენაგე), ტოჩიოძანი-მიაბიამა (ოშიდაში), ჰომაშო-ასასეკირიუ (იორიკირი), კიტატაიკი-ტაკარაფუჯი (უტჩარი), ტოჩინოვაკა-ტაკაიასუ (იორიტაოში), ტოიოჰიბიკი-დაიდო (იორიკირი), შოტენრო-საგაცუკასა (ტოტარი), ტაკამისაკარი-ტოჩინონადა (უვატედაშინაგე), ფუჯიაზუმა-კიმურაიამა (ოშიდაში). ძურიო: კოკაი-აოიამა (ჰატაკიკომი).

II დღე: ჰაკუჰო-ტოსაიუტაკა, ჰარუმაფუჯი-ტოჩინოშინი, გოეიდო-კაიო, კოტოოშუ-კაკურიუ, ბარუტო-იოშიკაძე, კისენოსატო-კიოკუტენჰო, კოტოშოგიკუ-ვაკაკოიუ, ამინიშიკი-ტოიონოშიმა, ტაკეკაძე-ვაკანოსატო, კაისეი-ოკინოუმი, არანი-გაგამარუ, ტამავაში-ტოკიტენკუ, ასასეკირიუ-მიაბიამა, ტოჩიოძანი-ჰომაშო, ტოჩინოვაკა-ტაკარაფუჯი, კიტატაიკი-ტაკაიასუ, შოტენრო-ტოიოჰიბიკი, დაიდო-საგაცუკასა, ფუჯიაზუმა-ტოჩინონადა, ტაკამისაკარი-კიმურაიამა. ძურიო: კოკაი-მაცუტანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული