ორმა მოიგო, ტოჩინოშინი კვლავ აგებს

AutoSharing Option
ნაგოიას ბაშოს მეორე დღეს სამი ქართველიდან ორმა იმარჯვა. დამარცხდა მხოლოდ 23 წლის ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე), რომლის მეტოქეც მონღოლი ჩემპიონი ჰარუმაფუჯი გახლდათ.

სასტარტო დაჯახების შემდეგ, მონღოლი თითქოს ტანზე მიეკრაო ქართველს, მან ჩვენებურს "მუშა" ცაცია ჩაუკეტა და არ მისცა მავაშის ხელში მოგდების საშუალება. ამის შემდეგ "მზის ცხენმა" (ასე ეძახიან ჰარუმაფუჯის სუმოს სამყაროში) შეუტია და ოშიდაშით გააძევა ლევანი რკალიდან. ტოჩინოშინს 0-2 ბალანსი აქვს და დღეს სეკივაკე კოტოშოგიკუს ხვდება. ქართველ კომუსუბის აუცილებლად მოუწევს ყველა ფავორიტთან დაჭიდება.

სამაგიეროდ, პირველად იმარჯვა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი), ელიტის ყველაზე
მძიმე რიკიშიმ 27 წლის ოს გოლიათ არანს აჯობა. ქართველმა ბწყინვალედ გამოიყენა წონაში დიდი უპირატესობა (45 კილოიანი) და ერთი ამოსუნთქვით დაიფრინა ოსი დოჰიოდან. გაგამარუს 1-1 ბალანსი აქვს და დღემდე დაუმარცხებელ ჰომაშოს ხვდება.

ძალზე სასიხარულო ამბები მოგვდის რანგით მეორე, ძურიოს დივიზიონიდან - კოკაიმ (ლევან ცაგურია) მეორე ორთაბრძოლაც მოიგო და ნაგოიაში დაუმარცხებელია. დღეს მისი მეტოქე ძურიოს მე-3 ნომერი ტამანოშიმაა.

II დღე: ჰაკუჰო-ტოსაიუტაკა (უვატენაგე), ჰარუმაფუჯი-ტოჩინოშინი (ოშიდაში), გოეიდო-კაიო (იორიკირი), კაკურიუ-კოტოოშუ (უვატენაგე), ბარუტო-იოშიკაძე (უვატედაშინაგე), კიოკუტენჰო-კისენოსატო (იორიტაოში), კოტოშოგიკუ-ვაკაკოიუ (იორიკირი), ტოიონოშიმა-ამინიშიკი (ოშიდაში), ტაკეკაძე-ვაკანოსატო (ჰატაკიკომი), ოკინოუმი-კაისეი (შიტატენაგე), გაგამარუ-არანი (იორიკირი), ტოკიტენკუ-ტამავაში (კეტაგური), მიაბიამა-ასასეკირიუ (ოკურიდაში), ჰომაშო-ტოჩიოძანი (იორიკირი), ტოჩინოვაკა-ტაკარაფუჯი (იორიკირი), ტაკაიასუ-კიტატაიკი (უვატედაშინაგე), ტოიოჰიბიკი-შოტენრო (იორიკირი), დაიდო-საგაცუკასა (ოშიდაში), ფუჯიაზუმა-ტოჩინონადა (იორიკირი), კიმურაიამა-ტაკამისაკარი (ოშიდაში). ძურიო: კოკაი-მაცუტანი (ცუკიოტოში).

III დღე: ჰაკუჰო-იოშიკაძე, კაიო-კაკურიუ, კოტოოშუ-ტოსაიუტაკა, ბარუტო-კიოკუტენჰო, ჰარუმაფუჯი-ტოიონოშიმა, ტოჩინოშინი-კოტოშოგიკუ, კისენოსატო-გოეიდო, ამინიშიკი-ვაკაკოიუ, ოკინოუმი-ვაკანოსატო, კაისეი-ტაკეკაძე, ტამავაში-ტოჩიოძანი, არანი-ტოკიტენკუ, გაგამარუ-ჰომაშო, კიტატაიკი-მიაბიამა, ტოჩინოვაკა-ასასეკირიუ, ტოიოჰიბიკი-ტაკარაფუჯი, ტაკაიასუ-შოტენრო, დაიდო-ტოჩინონადა, საგაცუკასა, კიმურაიამა, ტაკამისაკარი-ფუჯიაზუმა. ძურიო: კოკაი-ტამანოშიმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული