ლევან გორგაძემ, როგორც იქნა, გაიამარჯვა!

AutoSharing Option
დასავლეთის კომუსუბი ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, როგორც იქნა, იმარჯვა ნაგოიას ბაშოზე. მან იაპონელთა "იშვიათ ტალანტს", სეკივაკე კისენოსატოს აჯობა. 23 წლის ქართველმა ერთი წლით უფროს იაპონელს ღონით მოუგო, მარცხენა ხელით მისი მავაში მოიხელთა და დოჰიოდანაც გაიყვანა მოწინააღმდეგე.

ტოჩინოშინს 1-3 ბალანსი აქვს და დღესაც მასზე რანგით მაღალ სუმოისტს ხვდება - ლევანის მეტოქე აღმოსავლეთის კომუსუბი გოეიდოა. ჩვენებური გოეიდოს კარიერაში მესამედ ხვდება, წინა ორი ორთაბრძოლა იაპონელის გამარჯვებით დასრულდა.

მესამე მარცხი იგემა ბაშოზე ელიტის უმძიმესმა ფალავანმა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი). სამწუხაროა, რომ წონაში
დიდი უპირატესობის მიუხედავად ქართველი ტოჩიოძანმა დოჰიოდან ძალზე იოლად განდევნა. დღეს გაგამარუ მიაბიამას (1:1 ურთიერთშეხვედრებაში) დაუპირისპირდება.

ძურიოს დივიზიონში მესამედ მოიგო კოკაიმ (ლევან ცაგურია). ქართული პროფესიული სუმოს პიონერმა ბუშუიამას აჯობა. "შავ ზღვას" 3-1 ბალანსი აქვს და დღეს ძურიოს პირველ ნომერ ტამაასუკას ხვდება.

გუშინდელი დღე იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ვეტერანმა ოძეკი კაიომ მიზანს მიაღწია - ტოიონოშიმასთამ მოგება მის კარიერაში 1045-ე იყო და ჩემპიონი ლეგენდარულ იოკოძუნა ჩიონოფუჯის გაუთანაბრდა ამ მაჩვენებლით. ბაშოს დაუმარცხებლად 5 ფალავანი ლიდერობს, მათ შორისაა დიდი ჩემპიონი ჰაკუჰოც.

IV დღე: ჰაკუჰო-კიოკუტენჰო (ოშიდაში), კოტოოშუ-იოშიკაძე (ჰატაკიკომი), ბარუტო-ტოსაიუტაკა (უბრძოლველად), ჰარუმაფუჯი-კაკურიუ (იორიკირი), კაიო-ტოიონოშიმა (ცუკიოტოში), კოტოშოგიკუ-გოეიდო (ოშიდაში), ტოჩინოშინი-კისენოსატო (იორიკირი), ოკინოუმი-ამინიშიკი (კოტენაგე), ტაკეკაძე-ვაკაკოიუ (ჰატაკიკომი), ტამავაში-ვაკანოსატო (ოშიდაში), არანი-კაისეი (ოკურიდაში), ტოჩიოძანი-გაგამარუ (ოშიდაში), მიაბიამა-ტოკიტენკუ (ჰიკიოტოში), ასასეკირიუ-კიტატაიკი (ჰატაკიკომი), ჰომაშო-ტაკარაფუჯი (ოშიდაში), ტოჩინოვაკა-ტაკამისაკარი (იორიკირი), ტაკაიასუ-ტოჩინონადა (ოშიდაში), საგაცუკასა-ტოიოჰიბიკი (ტოტარი), დაიდო-კიმურაიამა (იორიკირი), შოტენრო-ფუჯიაზუმა (ჰატაკიკომი). ძურიო: კოკაი-ბუშუიამა (ცუკიოტოში).

სატურნირო მდგომარეობა
4-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ბარუტო (ოძეკი), ჰარუმაფუჯი (ოძეკი), ჰომაშო (მაეგაშირა 9), ტოჩინოვაკა (მ 11)... 1-3: ტოჩინოშინი (კომუსუბი), გაგამარუ (მ 7).

V დღე: ჰაკუჰო-ტოიონოშიმა, ბარუტო-კაკურიუ, ჰარუმაფუჯი-იოშიკაძე, კაიო-კიოკუტენჰო, კოტოოშუ-ვაკაკოიუ, კოტოშოგიკუ-კისენოსატო, ტოჩინოშინი-გოეიდო, ამინიშიკი-ტაკეკაძე, ოკინოუმი-ტამავაში, კაისეი-ტოკიტენკუ, ვაკანოსატო-არანი, გაგამარუ-მიაბიამა, ტოჩიოძანი-ტაკარაფუჯი, ჰომაშო-კიტატაიკი, ასასეკირიუ-ტაკაიასუ, ფუჯიაზუმა-ტოჩინოვაკა, დაიდო-შოტენრო, ტოჩინონადა-ტოიოჰიბიკი, საგაცუკასა-ტაკამისაკარი, კიმურაიამა-მასუნოიამა. ძურიო: კოკაი-ტამაასუკა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული