ტოჩინოშინს მხოლოდ ერთი წაგების უფლებაღა აქვს

AutoSharing Option
23 წლის ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ნაგოიას ბაშოზე პირველად შეხვდა მასზე დაბალი რანგის სუმოისტსა და მოიგო. აქამდე მას მოწინავე ათეულის 9 წევრიდან (მე-10 თავადაა) 8 შეხვდა (ქართველს არ უჭიდავია მხოლოდ ოძეკი კაიოსთან) და მხოლოდ ორ შემთხვევაში გამოვიდა ჩვენებური გამარჯვებული.

მოკლედ, კომუსუბის ტიტული საფრთხეშია, ტოჩინოშინს მხოლოდ ერთი წაგების უფლებაღა აქვს. გუშინ მან მე-2 მაეგაშირა კიოკუტენჰოს გაუფორმა უარყოფითი ბალანსი, რომელსაც იორიკირით აჯობა. დღევანდელი მეტოქე პირველი მაეგაშირა იოშიკაძეა, ვისაც წაგების უფლება აღარ აქვს.

კიდევ უფრო რთულად აქვს საქმე ყველაძე მძიმე სუმოისტ თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ)
- მან წაგებების ლიმიტი უკვე ამოწურა, დღეს ბრაზილიელ კაისეისთან დამარცხდა. ახლა დარჩენილი 6 ორთაბრძოლიდან ყველა უნდა მოიგოს, თუკი რეიტინგში დაწინაურება სურს. სხვათა შორის, გაგამარუს ახასიათებს ტურნირის დასკვნით ეტაპზე ძალების მოკრებვა, თუმცა მისი ამოცანა ძალზე რთულია. დღეს გაგამარუს მეტოქე ტაკეკაძეა.

ძურიოს დივიზიონში დადებითი ბალანსი დაიბრუნა ლევან ცაგურიამ (კოკაი), რაც მას ელიტაში დაბრუნების საშუალებას მისცემს. კოკაის 5-4 ბალანსი აქვს, მას მერე, რაც კანბაიაში დაამარცხა.

ნაგოიას ბაშოზე მხოლოდ ორი დაუმარცხებელია, ორივე მონღოლი - დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო და ჩემპიონი ჰარუმაფუჯი.

IX დღე: ჰაკუჰო-კაკურიუ (იორიკირი), ბარუტო-კისენოსატო (ჰატაკიკომი), ჰარუმაფუჯი-კოტოშოგიკუ (იორიკირი), ვაკაკოიუ-კაიო (ჰიკიოტოში), კოტოოშუ-ამინიშიკი (ოშიდაში), იოშიკაძე-გოეიდო (ჰიკიოტოში), ტოჩინოშინი-კიოკუტენჰო (იორიკირი), ტოიონოშიმა-ოკინოუმი (ცუკიოტოში), ტოკიტენკუ-ტაკეკაძე (იორიკირი), კაისეი-გაგამარუ (იორიკირი), ვაკანოსატო-ჰომაშო (იორიკირი), მიაბიამა-ტამავაში (ჰიკიოტოში), არანი-ასასეკირიუ (იორიკირი), ტოჩიოძანი-ტაკაიასუ (იორიკირი), საგაცუკასა-კიტატაიკი (ოშიდაში), ტაკარაფუჯი-ფუჯიაზუმა (უვატედაშინაგე), დაიდო-ტოჩინოვაკა (ოშიდაში), კიმურაიამა -ტოიოჰიბიკი (ცუკიოტოში), ტოჩინონადა-შოტენრო (იორიკირი), მასუნოიამა-ტაკამისაკარი (იორიკირი). ძურიო: კოკაი-კანბაიაში (ოშიტაოში).

სატურნირო მდგომარეობა
9-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰარუმაფუჯი (ოძეკი).
8-1: ბარუტო (ოძეკი).
7-2: კოტოოშუ (ოძეკი), კოტოშოგიკუ (სეკივაკე), ტოჩიოძანი (მაეგაშირა 8), ჰომაშო (მ 9), ტაკაიასუ (მ 11), ფუჯიაზუმა (მ 15)... 3-6: ტოჩინოშინი (კომუსუბი)... 2-7: გაგამარუ (მ 7).

X დღე: ჰაკუჰო-კისენოსატო, ჰარუმაფუჯი-ვაკაკოიუ, კოტოოშუ-კაიო, ბარუტო-კოტოშოგიკუ, კაკურიუ-ტოიონოშიმა, ტოჩინოშინი-იოშიკაძე, გოეიდო-კიოკუტენჰო, კაისეი-ამინიშიკი, ტაკეკაძე-გაგამარუ, ოკინოუმი-არანი, ვაკანოსატო-მიაბიამა, ასასეკირიუ-ტამავაში, ტოკიტენკუ-შოტენრო, ტოჩიოძანი-ტოიოჰიბიკი, ჰომაშო-ტოჩინოვაკა, ტაკარაფუჯი-საგაცუკასა, კიტატაიკი-კიმურაიამა, ტაკაიასუ-ფუჯიაზუმა, დაიდო-ტაკამისაკარი, ტოჩინონადა-იოშიაზუმა. ძურიო: კოკაი-ჩიონოკუნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული