კაიო წავიდა, ქართველმა ელიტელებმა მოიგეს

AutoSharing Option
უკვე ვწერდით, რომ დასავლეთის კომუსუბი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე), რომელიც გააფთრებით იბრძვის ტიტულის შესანარჩუნელბლად, ნაგოიას ბაშოზე უკვე შეხვდა მასზე მაღალი რანგის ყველა რიკიშის, გარდა ერთისა - მას ჯერ არ უჭიდავია ოძეკი კაიოსთან - არც იჭიდავებს: 38 წლის ჰიროიუკი კოგამ (კაიოს ნამდვილი სახელია) თავისი ბრწყინვალე კარიერის დასრულება გამოაცხადა.

მან მთავარ მიზანს მიაღწია - დიდი ჩემპიონი ჩიონოფუჯის რეკორდი - 1045 გამარჯვება (1047) დაამხო. ეს იყო ერთადერთი, რაც ტრავმებით გაწამებულ ვეტერანს, რომელიც თანამედროვე სუმოში ყველაზე გავლენიან და საყვარელ სუმოისტად ითვლება, დოჰიოზე აჩერებდა. კაიომ კარიერაში
5 ბაშო მოიგო, მაგრამ ვერაფრით შეწვდა დიდი ჩემპიონის ტიტულს, ის სულ სხვა თაობიდანაა, კაიომ კარიერა დიდ ჩემპიონებთან ტაკანოჰანასთან, ვაკანოჰანასთან და აკებონოსთან ერთად დაიწყო. ეს ხალხი კი სუმოდან დიდი ხნის წასულია.

ქართველი ელიტელები ღირსეულად იბრძვიან: ტოჩინოშინმა მე-4 გამარჯვება იზეიმა, მან გვერდული შეტევა წარმატებით დააგვირგვინა პირველი მაეგაშირა იოშიკაძეს წინააღმდეგ. დღეს მისი მეტოქე ვაკაკოიუა.

გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) მეტი წაგების უფლება არა აქვს, 19 ივლისს მან მძლავრი ოშიდაშით ტაკეკაძეს აჯობა. დღეს, 20 ივლისს ქართველი ტოჩინონადას შეერკინება.

X დღე: ჰაკუჰო-კისენოსატო (უვატენაგე), ჰარუმაფუჯი-ვაკაკოიუ (უვატეჰინერი), კოტოოშუ-კაიო (ოშიდაში), კოტოშოგიკუ-ბარუტო (შიტატენაგე), ტოიონოშიმა-კაკურიუ (ოკურიდაში), ტოჩინოშინი-იოშიკაძე (ცუკიოტოში), გოეიდო-კიოკუტენჰო (უტჩარი), კაისეი-ამინიშიკი (იორიკირი), გაგამარუ-ტაკეკაძე (ოშიდაში), არანი-ოკინოუმი (სუკუინაგე), ვაკანოსატო-მიაბიამა (ოკურიდაში), ტამავაში-ასასეკირიუ (კოტენაგე), შოტენრო-ტოკიტენკუ (ოშიდაში), ტოჩიოძანი-ტოიოჰიბიკი (ოკურიდაში), ჰომაშო-ტოჩინოვაკა (ცუკიოტოში), საგაცუკასა-ტაკარაფუჯი (ოშიდაში), კიტატაიკი-კიმურაიამა (იორიკირი), ფუჯიაზუმა-ტაკაიასუ (ოშიდაში), ტაკამისაკარი-დაიდო (უვატენაგე), იოშიაზუმა-ტოჩინონადა (იორიკირი). ძურიო: ჩიონოკუნი-კოკაი (ჰიკიოტოში).

სატურნირო მდგომარეობა
10-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰარუმაფუჯი (ოძეკი).
8-2: ბარუტო (ოძეკი), კოტოოშუ (ოძეკი), კოტოშოგიკუ (სეკივაკე), ტოჩიოძანი (მაეგაშირა 8), ჰომაშო (მ 9), ფუჯიაზუმა (მ 15)... 4-6: ტოჩინოშინი (კომუსუბი)... 3-7: გაგამარუ (მ 7).

XI დღე: ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ, კაიო-ოკინოუმი, კოტოოშუ-ჰარუმაფუჯი, ბარუტო-ამინიშიკი, კისენოსატო-ტოიონოშიმა, კაკურიუ-გოეიდო, ტოჩინოშინი-ვაკაკოიუ, კიოკუტენჰო-იოშიკაძე, ტოჩიოძანი-ტაკეკაძე, კაისეი-მიაბიამა, ვაკანოსატო-ასასეკირიუ, ჰომაშო-ტამავაში, კიტატაიკი-არანი, ტოკიტენკუ-ტაკაიასუ, გაგამარუ-ტოჩინონადა, დაიდო-ტაკარაფუჯი, საგაცუკასა-ტოჩინოვაკა, ფუჯიაზუმა-ტოიოჰიბიკი, ტაკამისაკარი-შოტენრო, კიმურაიამა-მაცუტანი. ძურიო: კოკაი-ცურუგიდაკე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული