გაგამარუს უარყოფითი ბალანსი

AutoSharing Option
მაკე კოში ანუ უარყოფითი ბალანსი გაიფორმა სუმოს ელიტის ზემძიმე ფალავანმა თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ), რომელმაც გუშინ უმნიშვნელოვანესი, მე-8 მარცხი იგემა. თეიმურაზი მე-7 მაეგაშირაა, ის, რა თქმა უნდა, არ გავარდება ელიტიდან, მაგრამ გვარიანად დაიხევს რეიტინგში.

წაგებათა ლიმიტი ამოწურა დასავლეთის კომუსუბი ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე). ახლა მას პირველივე წარუმატებლობა ტიტულს დააკარგვინებს. მოკლედ, ნაგოიას ბაშო ჩვენებურთათვის ცუდად წარიმართა.

გუშინ ტოჩინოშინი ვაკაკოიუსთან დამარცხდა, ხოლო გაგამარუ - ტოჩინონადასთან. სამაგიეროდ, კარგად მისდის საქმეები ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე კოკაის (ლევან ცაგურია). "შავმა ზღვამ" გუშინ მე-6 გამარჯვება იზეიმა და ბაშოს დასრულებამდე
4 დღით ადრე ბალანსიც დადებითი აქვს - 6-5.

ნაგოიას ბაშოზე პირველი დიდი სენსაცია მოხდა - წააგო დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ, ვისაც სეკივაკე კოტოშოგიკუმ აჯობა. ამგვარად, ერთპიროვნულად მეორე მონღოლი, ჩემპიონი ჰარუმაფუჯი გალიდერდა (11-0).

XI დღე: კოტოშოგიკუ-ჰაკუჰო (იორიკირი), ოკინოუმი-კაიო (უბრძოლველად), ჰარუმაფუჯი-კოტოოშუ (ოშიდაში), ბარუტო-ამინიშიკი (ჰიკიოტოში), კისენოსატო-ტოიონოშიმა (იორიკირი), კაკურიუ-გოეიდო (ჰატაკიკომი), ვაკაკოიუ-ტოჩინოშინი (ოშიდაში), იოშიკაძე-კიოკუტენჰო (იორიკირი), ტაკეკაძე-ტოჩიოძანი (ჰიკიოტოში), მიაბიამა-კაისეი (ოშიდაში), ვაკანოსატო-ასასეკირიუ (იორიკირი), ჰომაშო-ტამავაში (ჰიკიოტოში), არანი-კიტატაიკი (უვატენაგე), ტოკიტენკუ-ტაკაიასუ (სუსოჰარაი), ტოჩინონადა-გაგამარუ (უვატენაგე), დაიდო-ტაკარაფუჯი (უვატენაგე), ტოჩინოვაკა-საგაცუკასა (ოშიდაში), ტოიოჰიბიკი-ფუჯიაზუმა (ცუკიოტოში), ტაკამისაკარი-შოტენრო (იორიკირი), კიმურაიამა-მაცუტანი (ცუკიოტოში). ძურიო: კოკაი-ცურუგიდაკე (უვატენაგე).

სატურნირო მდგომარეობა
11-0: ჰარუმაფუჯი (ოძეკი).
10-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
9-2: ბარუტო (ოძეკი), კოტოშოგიკუ (სეკივაკე), ჰომაშო (მაეგაშირა 9).
8-3: კოტოოშუ (ოძეკი), ტოჩიოძანი (მ 8), ფუჯიაზუმა (მ 15)... 4-7: ტოჩინოშინი (კომუსუბი)... 3-8: გაგამარუ (მ 7).

XII დღე: ჰაკუჰო-ოკინოუმი, კოტოოშუ-კისენოსატო, ბარუტო-ტაკეკაძე, კაისეი-ჰარუმაფუჯი, კოტოშოგიკუ-კაკურიუ, ტოიონოშიმა-ტოჩინოშინი, გოეიდო-ვაკაკოიუ, იოშიკაძე-ვაკანოსატო, კიოკუტენჰო-ამინიშიკი, არანი-ჰომაშო, დაიდო-ტამავაში, გაგამარუ-შოტენრო, საგაცუკასა-ტოკიტენკუ, მიაბიამა-ტოჩინოვაკა, ტოჩიოძანი-ფუჯიაზუმა, ასასეკირიუ-კიმურაიამა, ტაკარაფუჯი-ტაკამისაკარი, კიტატაიკი-ტოჩინონადა, ტაკაიასუ-ტოიოჰიბიკი. ძურიო: კოკაი-ჰიტენრიუ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული