დანავსული დღე ქართველი სუმოისტებისთვის

AutoSharing Option
ნაგოიას ბაშოს მე-13 დღე ნავსიანი გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის - სამივე ჩვენებურმა წააგო, მაგრამ მხოლოდ თარს რიცხვს ვერ დავაბრალებთ მათ წარუმატებლობას, ივლისის ბაშოზე უკვე მესამედ მოხდა, რომ ქართულმა ტრიომ მარცხით დაასრულა დღე. ვაღიაროთ, ჩვენი რიკიშები სათანადოდ ვერ მომზადებულან სუპერტურნირისთვის.

ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე), რომელიც კომუსუბის ტიტულს ემშვიდობება, ტაკეკაძესთან წააგო, ხოლო გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) - საგაცუკასასთან. ელიტაში მოასპარეზე ორ ჩვენიანს 9-9 მარცხი დაუგროვდა. ნაგოიას ბაშოს ან ოძეკი ჰარუმაფუჯი მოიგებს (13-0) ან დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო (12-1), სხვებმა კი თეორიული შანსიც დაკარგეს, მათი დაპირისპირება დღეს
შედგება. ასე რომ, იმპერატორის თასი კვლავ მონღოლეთში გაემგზავრება.

ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე კოკაის (ლევან ცაგურია) 7-6 ბალანსი აქვს.

XIII დღე: ჰაკუჰო-კოტოოშუ (შიტატენაგე), ჰარუმაფუჯი-ბარუტო (კირიკაეში), ოკინოუმი-კოტოშოგიკუ (კოტენაგე), კისენოსატო-ამინიშიკი (ოშიდაში), კაკურიუ-ვაკაკოიუ (იორიკირი), ტოიონოშიმა-გოეიდო (კატასუკაში), ტაკეკაძე-ტოჩინოშინი (ცუკიოტოში), იოშიკაძე-კაისეი (შიტატენაგე), ტამავაში-კიოკუტენჰო (ოშიდაში), ტოჩინოვაკა-ვაკანოსატო (ჰატაკიკომი), არანი-დაიდო (უვატენაგე), ტოიოჰიბიკი-ტოკიტენკუ (ოშიდაში), საგაცუკასა-გაგამარუ (შიტატეჰინერი), შოტენრო-ტოჩიოძანი (კიმედაში), კიმურაიამა-მიაბიამა (ოშიდაში), ჰომაშო-ტაკაიასუ (იორიტაოში), ასასეკირიუ-ტაკარაფუჯი (იორიკირი), კიტატაიკი-ფუჯიაზუმა (იორიკირი), ტამაასუკა-ტაკამისაკარი (იორიკირი), ბუშუიამა-ტოჩინონადა (ოშიდაში). ძურიო: იოშიაზუმა-კოკაი (აბისეტაოში).

სატურნირო მდგომარეობა
13-0: ჰარუმაფუჯი (ოძეკი).
12-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
10-3: ბარუტო (ოძეკი), კოტოშოგიკუ (სეკივაკე), ჰომაშო (მაეგაშირა 9).
9-4: არანი (მ 6), ფუჯიაზუმა (მ 15)... 4-9: ტოჩინოშინი (კომუსუბი), გაგამარუ (მ 7).

XIV დღე: ჰაკუჰო-ჰარუმაფუჯი, ბარუტო-კოტოოშუ, კისენოსატო-ოკინოუმი, კაკურიუ-ტაკეკაძე, კოტოშოგიკუ-ვაკანოსატო, ტოჩინოშინი-ამინიშიკი, ტამავაში-გოეიდო, იოშიკაძე-ვაკაკოიუ, ტოიონოშიმა-კაისეი, კიოკუტენჰო-გაგამარუ, არანი-ტაკაიასუ, ტოკიტენკუ-კიმურაიამა, მიაბიამა-ტოიოჰიბიკი, ტოჩიოძანი-ტაკამისაკარი, ასასეკირიუ-საგაცუკასა, ჰომაშო-ფუჯიაზუმა, ტაკარაფუჯი-შოტენრო, კიტატაიკი-დაიდო, ტოჩინოვაკა-ტამანოშიმა, ტოჩინონადა-მაცუტანი. ძურიო: კოკაი-სოტაირიუ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული